Digest Logo

🎥 „20 წუთის დაგვიანება და შეიძლება, ცოცხალი არც დავრჩენილიყავი“ - ზალიკო ბერგერი ცხოვრების რთულ პერიოდზე

1769504438
ზალიკო ბერგერი

დიზაინერი ზალიკო ბერგერი ქართულ ბომონდში ცნობილია, როგორც ყველაზე ხალისიანი და პოზიტიური ადამიანი.

დიზაინერი გასულ წელს კუნძულ ბალიზე იმყოფებოდა, სადაც ალკოჰოლდამოკიდებულების საწინააღმდეგო რეაბილიტაციის კურსი გაიარა.

იგი გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა სტუმრად და როგორც ანონსიდან ჩანს, ბევრ საინტერესო თემაზე საუბრობს. 

„ბევრმა ადამიანმა არ იცოდა ჩემი დამოკიდებულების შესახებ. აღარ გადიხარ საკუთარ თავში ხარ ჩაკეტილი და არ გინდა, რომ ვინმეს დაენახვო. არის მუდმივი შფოთვა, ხარ ღამენათევი, ვერც საჭმელს ჭამ. 

ხანჯალი, რომ ჩაგარჭონ ზემოდან და ქვემოდან დაატრიალონ შიგნით ისეთი ტკივილი მქონდა, ვიფიქრე ინფარქტი მქონდა... 20 წუთის დაგვიანება და შეიძლება ცოცხალი არც დავრჩენილიყავი“, - ამბობს ზალიკო ბერგერი.

ნახეთ გადაცემის ანონსი, ხოლო გადაცემა ვრცლად 1-ელ თებერვალს 22:30 წუთზე გავა „იმედის“ ეთერში 👇

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს

⭕„დღე კარგია გეგმების და მიზნების განახლება-გადახედვისთვის“ - 27 იანვრის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕„აანთეთ წითელი ან ნარინჯისფერი სანთელი, დადექით მის წინ ღრმად ჩაისუნთქეთ და თქვით...“ - მარსის რიტუალი, რომელიც სამშაბათს უნდა გააკეთოთ