
„2025 წელო, იყავი ბედნიერების და სიხარულის წელი მთელი საქართველოსთვის“,- ასე ულოცავს ინფლუენსერი და სილამაზის ბლოგერი თაკო საზინა საზოგადოებას ახალი, 2025 წლის დადგომას და სოციალურ ქსელში ოჯახურ კადრებს გვიზიარებს.
ცნობისთვის, თაკო საზინასა და თორნიკე სეხნიაშვილს რამდენიმე თვის წინ, ოჯახის შექმნიდან 3 წლის შემდეგ, პირველი შვილი შეეძინათ. წყვილს გოგონა ეყოლა, რომელსაც მატილდა დაარქვეს.
ფოტოებმა საზოგადოების თბილი კომენტარები დაიმსახურა:
„რა ლამაზები ხართ, იხარეთ“,
„ვაუ, რა საჩუქრებია“,
„გენაცვალეთ, მატილდა რა საყვარელი ხარ“, - წერენ კომენტარებში.