მომღერალი ზურა ხაჩიძე და ხათუნა ჟორდანია ქორწინების, 21 წლის იუბილეს აღნიშნავენ. ამის შესახებ ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს და მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
„21 წელი ერთად. გილოცავ და მიყვარხარ!“, - წერს ზურა ხაჩიძე.
„ვატყობდი, რომ ზურას მოვწონდი, მაგრამ ეს სერიოზულად არ მიმიჩნევია, რადგან ჩემზე გაცილებით უმცროსი იყო. ბიჭებს არაერთხელ დაურეკავთ ჩემთვის და უთქვამთ, ზურა საწოლიდან ვერ დგება, ისე ენატრები და შენი ნახვა უნდაო. იყო პერიოდი, როცა ზურა თავისი გრძნობით მაბრაზებდა კიდეც. ჩვენ სამებაში დავიწერეთ ჯვარი. თითქმის ყველა ჟურნალის გარეკანზე ჩვენი ფოტოები იყო დაბეჭდილი," - იხსენებდა ხათუნა ჟორდანია.
წყვილს ერთი საერთო შვილი, ანასტასია ხაჩიძე ჰყავს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ აღნიშნავენ ახალ წელს ჩინეთში და რისი გაკეთება არ შეიძლება კატეგორიულად?
⭕„ეხმარება ძვლებისა და სახსრების გაძლიერებას“ - არუნ ხათრი სეზამის თესლის უნიკალურ თვისებაზე