Digest Logo

„22 წლის არის ჩემი უფროსი შვილი და ცოტა სიგიჟე იყო, კიდევ პატარა ბავშვი“ - მაკა კვიციანი 40+ დედობაზე

1794563239
კვიცინაიკვიცინაი

40 წლის შემდეგ დედობა, მეოთხე შვილის გაჩენა, ორსულობასთან დაკავშირებული ემოციები და ის გამოწვევები, რომლებსაც ქალი ცხოვრების ამ ეტაპზე აწყდება - ასაკი რამდენად განსაზღვრავს დედობის გამოცდილებას და როგორ იცვლება ქალის დამოკიდებულება საკუთარი სხეულის, სილამაზისა და თავდაჯერებულობის მიმართ? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მაკა კვიციანი Beauty Talks-ის პოდკასტში გულწრფელად საუბრობს და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.

მისი თქმით, მეუღლესთან ერთად 23-წლიანი თანაცხოვრების მთავარი საიდუმლო სწორად განაწილებული როლები, ურთიერთპატივისცემა და საერთო მიზნებია. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დედობის ემოციურ მხარეზეც. დიზაინერის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ასაკთან ერთად პასუხისმგებლობები იზრდება, თითოეული შვილი ადამიანს ახალ ენერგიასა და მოტივაციას მატებს.

„ბავშვები უკვე დიდები არიან, 22 წლისაა ჩემი უფროსი შვილი, წარმოიდგინე.

ცოტა სიგიჟეა, ხომ, ახლა რომ ადგე და გადაწყვიტო ისევ ამ ფერხულში ჩაბმა - პატარა ბავშვი, ყველაფერი ახლიდან! იმიტომ, რომ დალაგებული რუტინა გაქვს, ყველაფერი თავისით მიდის და უცებ - ეს პატარა, ახალი სიცოცხლე, რომელიც ენერგიას გმატებს.

აქედან გამომდინარე, მოდის ის, რომ ახალი სიცოცხლის ხალისი გაქვს, რაღაც სხვა მოტივაციები გიჩნდება. კი, მაგას ვიძახი, რომ ეგ არის ძალიან მაგარი, იმიტომ რომ მთავარი ენერგიაა. მთელი ჩვენი სილამაზე და ყველაფერი საიდანაც მოდის, ეს არის ჩვენი ენერგია.

მე ჩემ თავზე შემიძლია 100%-ით ვთქვა, რომ ჩემთვის ენერგია მთავარი. როდესაც დაბალ ენერგიებზე ვარ, მართლა, ყველანი ვართ ხო? - ენერგიაში ფიზიკურს არ ვგულისხმობ, რას გეუბნები იცი: შინაგანი მოტო რა გვამოძრავებს!“,- ამბობს მაკა კვიციანი.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

✕