Digest Logo

🎥 „22 წლის ვიყავი... ძალიან მომეწონა, რომი შნაიდერს მივამსგავსე...“ - მერაბ სეფაშვილის ამბავი სიყვარულისა

1690268271
მერაბ სეფაშვილი

„როდესაც შენ დაიბადე, შენ დაიბადე ჩემს სულში და ამის შემდეგ ჩემი სიცოცხლე შენი ძებნა იყო...“ - ასე ამბობს 
ჯემალ ქარჩხაძე ნაწარმოებში „მდგმური“. 

ჰოდა, ადამიანის ერთ-ერთი მისიაც მეორე ნახევრის ძიება და ინისა და იანის გაერთიანებაა. დედამიწელები ზოგჯერ ვახერხებთ ზოგჯერ კი ვერ ვახერხებთ მეორე ნახევრის პოვნას, ჰო, ესეც განსაკუთრებული ჯილდო და ნიჭია. იმასაც გეტყვით, რომ ადამიანი, რომელიც მეორე ნახევარს იპოვის და მიხვდება რომ „მე ვარ ხარ“, ბედნიერია. შეგვიძლია, სწორედ ასეთ ბედნიერად ჩავთვალოთ მომღერალი - მერაბ სეფაშვილი, რომელმაც 1983 წელს შემთხვევით გაიცნო ცხოვრების მეგზური. 

ის გადაცემა „მხოლოდ ლელასთან” სტუმარი გახლდათ და მეუღლის - ნინო ჯურხაძის გაცნობის ისტორია გაიხსენა.

„ნინო 1983 წელს შემთხვევით გავიცანი, ჩემმა მეგობარმა გამაცნო, მისი კლასელი იყო. 22 წლის ვიყავი, დავინახე და ძალიან მომეწონა. რომი შნაიდერს მივამსგავსე.

7 აპრილს აქვს დაბადების დღე. მაშინ იყო პერიოდი, როდესაც უკვე პოპულარული ვიყავი და გოგოებმა უთხრეს მოიყვანეო. მარტო მივედი. შემდეგ დავმეგობრდით და დაახლოებით წელიწადი ასე ვიყავით.

ყოველთვის გრძნობ, როგორ არის ადამიანი შენს მიმართ განწყობილი და ნინოს მხრიდან, მე ეს მოწონება მალევე ვიგრძენი”, – საუბრობს მერაბ სეფაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 ჯანმოს ცნობით, მსოფლიო ახალი „დენგე“ ვირუსის საფრთხის წინაშეა

🔵 როგორ მოქმედებს გვარი ადამიანის ბედზე და რომელ წინაპარს უნდა სთხოვოს უშვილო წყვილმა დახმარება სასაფლაოზე - ეზოტერიკოსის განმარტება

🔵 „იქ ზევით გავაგრძელებთ თეატრსო“ - გარდაიცვალა მსახიობი ლევან დობორჯგინიძე