Digest Logo

29-წლიანი თანაცხოვრება, მდიდრული სახლი, წარმატებული შვილები და კრიზისული პერიოდები - რეზი არველაძის აქამდე უცნობი ამბები

1710828480
რეზი არველაძე

არველაძეების დიდი და წარმატებული ოჯახის შესახებ ბევრ თქვენგანს ალბათ სმენია.

წარმატებული ადამიანების უკან ყოველთვის საინტერესო ცხოვრება დგას და რაც უფრო წარმატებული და ცნობილი ადამიანი ხარ, მით უფრო მეტი ინტერესია შენს მიმართ. 

„დაიჯესტი“ ამ სტატიაში სწორედ რეზი არველაძის პირადზე მოგიყვებით.

ცოლი

რეზი არველაძის მეუღლე წარმატებული დიზაინერი, თეონა თავართქილაძეა, წყვილი უკვე 29 წელია რაც ერთად არიან.

„ჯერ კიდევ ერთი სასწავლო წელი მქონდა დარჩენილი, როცა გავთხოვდი. მე და რეზი ძალიან დიდი ხანი ვიცნობდით ერთმანეთს, ვმეგობრობდით და როგორ გადაიზარდა ურთიერთობა სიყვარულში, ვერ მივხვდით. როცა აღმოვაჩინეთ, რომ გვიყვარდა ერთმანეთი, დავქორწინდით.

რეზი მაშინ გერმანიაში თამაშობდა, მე საფრანგეთში ბოლო კურსზე ვსწავლობდი. თქვენ წარმოიდგინეთ, ის ერთი წელი ახალდაქორწინებულებმა ცალ-ცალკე გავატარეთ. გვენატრებოდა ერთმანეთი, მაგრამ ხშირად ვერ ვნახულობდით. მაშინ უვიზო მიმოსვლა არ არსებობდა და ერთმანეთის ქალაქებში წასასვლელად ვიზებს ველოდებოდით. მე ბევრი სამეცადინო მქონდა, რეზის უამრავი მატჩი, ვარჯიშები,“- ამბობს თეონა ერთ-ერთ ინტერვიუში.

წყვილს ორი ბიჭი ჰყავს, რომლებიც უცხოეთში არიან ერთი ფეხბურთს თამაშობს, მეორე კი მუშაობს.

რეზი ყურადღებიანი მამაა, ის შვილების ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული.

„როცა ბავშვები სადმე მიდიოდნენ, მაშინ ბიჭები უფრო მშვიდები ხდებოდნენ, ცდილობდნენ, მე არ მენერვიულა. მე უფრო ფორიაქა ვარ, სულ მათ ამბავს ვკითხულობდი, ვაკონტროლებდი.

ახლაც, როცა დიდები არიან, 28 და 28 წლის და უკვე თავად არიან მზად ოჯახის შესაქმნელად და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, მაინც ვერ ვისვენებ, ტელეფონით უამრავჯერ ვეხმიანები, სანამ ღამე სახლში არ მოვლენ, ვერ ვიძინებ. მაშინ ვარ მშვიდად, როცა ოჯახის ყველა წევრი სახლშია“- ჰყვებოდა თეონა თავართქილაძე.

თეონას თავისი საქმიანობა არასოდეს შეუწყვეტია. მოახერხა და ოჯახი და სამსახური ერთმანეთს შესანიშნავად შეუთავსა.

– შენ და რეზის მრავალწლიანი ოჯახი გაქვთ, თუ გქონიათ კრიზისული პერიოდები?

– მე მგონი, ჩვენ მშვიდად გადავიარეთ ყველა კრიზისული პერიოდი. ჩვენი მეგობრები იხდიან ქორწინების 25 წლისთავს, შეკრებილები ვიყავით და ამაზე ვსაუბრობდით, კრიზისებზე, შერიგებებზე, გაშორებებზე. ჩუმად ვიჯექი და მომერიდა ხმის ამოღება, რადგან მართლა არასდროს გვიჩხუბია. არ მქონდა არაფერი მოსაყოლი და ვიჯექი ჩუმად. ეს უფრო რეზიკოს ხასიათის დამსახურებაა, მის იუმორის გრძნობის. ყოფილა შემთხვევა გავბრაზებულვარ რაღაცაზე, მაგრამ ისეთ რამეს გეტყვის; რომ გაბრაზება არ გამოდის, უცებ გადაგივლის.

- ნანობთ რაიმეს განვლილი ცხოვრებიდან?

- რა თქმა უნდა, მაგრამ ამაზე ინტერვიუში არ ვისაუბრებ. როცა საკუთარ თავთან მარტო რჩები, ცხადია, ადამიანი ფიქრობ რაღაც-რაღაცეებზე, ნეტა ისე გამეკეთებინა და არა ასეო.

შვილები

რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის ვაჟი, ვატო, მამის კვალს გაჰყვა და საფეხბურთო კარიერა აირჩია. ჯერჯერობით მას ამ სფეროში საკმაო წარმატებები აქვს.

რაც შეეხება ახალგაზრდა ფეხბურთელის პირად ცხოვრებას, მას ჰყავს მეუღლე მაკუნა ზედაშიძე, რომელთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს.

2024 წლის 19 მარტს რეზი არველაძესა და თეონა თავართქილაძეს შვილიშვილი შეეძინათ, პატარას სოფია დაარქვეს.

ვატო არველაძის მეუღლე მაკუნა ზედასიძეა.

სახლი

ყოფილი ფეხბურთელის, რეზი არველაძისა და დიზაინერ, თეონა თავართქილაძის ბინა მოდერნისტულ სტილშია გადაწყვეტილი. სახლი ძირითადად თეონას გემოვნებით არის დაგეგმილი და მისი დიზაინერული ხედვა საერთო ინტერიერშიც და დეტალებშიც იგრძნობა. აქ ზედმეტი არაფერია და ყველაფერი დახვეწილი და ფუნქციონალურია.