ქალების 85-90%-ს ცელულიტი აქვს, თუმცა საზოგადოებაში ამ თემის მიმართ კვლავ მრავალი სტერეოტიპი არსებობს. გადაცემა „ბუთი თოქის“ მორიგი ეპიზოდი სწორედ ამ გავრცელებულ ესთეტიკურ საკითხს, მის გამომწვევ მიზეზებსა და ბრძოლის თანამედროვე მეთოდებს დაეთმო. სალომე ღვინიაშვილისა და ნატალია თოლორაიას გადაცემის სტუმარი მომღერალი ნინი ბადურაშვილი იყო, რომელმაც საკუთარ გამოცდილებასა და საზოგადოების მხრიდან მომდინარე კრიტიკაზე გულახდილად ისაუბრა.
როგორც გადაცემაში აღინიშნა, ცელულიტი არ არის დაავადება - ეს კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილებისა და შემაერთებელი ბოჭკოვანი ძგიდეების თავისებური განლაგებაა, რაც უმეტესად ქალის ორგანიზმის ფიზიოლოგიითაა განპირობებული.
ნინი ბადურაშვილმა გაიხსენა შემთხვევები, როდესაც სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში მისი გარეგნობა განხილვის საგანი გახდა:
„ერთ-ერთ შოუში ვიყავი, ფეხი ფეხზე მქონდა გადადებული და ვიღაცამ დაინახა, რომ ცელულიტი მქონდა. მთელი სამეგობრო არჩევდა - აი, ნინი ხომ ძალიან თხელია, მაგრამ იმასაც ჰქონია ცელულიტიო! რა თქმა უნდა, ადამიანი ვარ. ასევე ყოფილა საუბარი იმაზე, რომ ასაკი დაეტყო, რაღაც ნაოჭი აქვს, ძალიან გახდა... სულ მიკვირს ხოლმე: ჩვენც ხომ ვიზრდებით, ადამიანები ვართ? 40 წლის ასაკში ვერ ვიქნები ისეთივე, როგორიც 20 წლის ვიყავი“,- აღნიშნა მსახიობმა და მომღერალმა.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო: