Digest Logo

62 წლის ბრედ პიტი 33 წლის შეყვარებულთან ერთად ფილმის პრემიერაზე გამოჩნდა - რატომ არ ჩქარობს მსახიობი ქორწინებას?

1792049458
ბრედ პიტი და ინეს დე რამონი

ჰოლივუდის ვარსკვლავი ბრედ პიტი 33 წლის შეყვარებულთან, ინეს დე რამონთან ერთად, კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.

წყვილი ფილმის „მხეცის გული“  - Heart of the Beast პრემიერას დაესწრო. 62 წლის მსახიობი ფილმში მთავარ როლს ასრულებს. ღონისძიება ტენესის შტატის ქალაქ ფრანკლინში, FirstBank-ის ამფითეატრში გაიმართა.

პიტი ფოტოგრაფების წინაშე კამუფლაჟის სტილის კოსტიუმით წარდგა, რაც ფილმის სამხედრო თემატიკას შეესაბამებოდა. ინეს დე რამონმა კი ღია ატმისფერი, იატაკამდე დაშვებული კაბა შეარჩია, რომელსაც ღრმა დეკოლტე და მაქმანების დეტალები ამშვენებდა.

ბრედ პიტისა და ინეს დე რამონის ურთიერთობა საზოგადოების ინტერესს მუდმივად იწვევს. წყვილი 2022 წლიდან ხვდება ერთმანეთს, თუმცა პირადი ცხოვრების დეტალებზე საჯაროდ იშვიათად საუბრობს.

მიუხედავად იმისა, რომ მედიაში პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია მათი სამომავლო გეგმების შესახებ, მათ ქორწინებისა და საერთო შვილის ყოლის განზრახვა ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.

ბრედ პიტი მანამდე ორჯერ იყო დაქორწინებული - ჯენიფერ ენისტონზე და ანჯელინა ჯოლიზე. ჯოლისთან განქორწინება 2024 წლის დეკემბერში დასრულდა. ყოფილ მეუღლეებს ექვსი შვილი ჰყავთ.

✕