დედის დღეს საქართველოში ტრადიციისამებრ 3 მარტს აღნიშნავენ. დღესასწაულის ისტორია ქვეყანაში სამ ათწლეულზე მეტს ითვლის და ის სახელმწიფოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.
„დაიჯესტი“ გთავაზობთ 7 ქართველი ახალგაზრდა დედის ისტორიას, რომლებიც საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობენ.
ჯანეტ ქერდიყოშვილი
ახალგაზრდა მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილი 2 შვილის დედაა და ის და ნოე სულაბერიძე მესამე შვილს მოლოდინში არიან.
„2020 წლის 28 იანვრის მერე მივხვდი, რისთვის ვარსებობდი ამქვეყნად“, - ამბობდა ჯანეტი, როდესაც პირველი შვილის ანნას დედა გახდა.

ლიზა ჩიჩუა
ლიზა ჩიჩუა ახლგაზრდა დედაა, რომელსაც 2 შვილი ჰყავს ახლა კი მესამე შვილის მოლოდინშია. ის ცნობილი შოუბიზნესის წარმომადგენლის ირაკლი მაქაცარიას მეუღლეა.
წყვილს პირველი შვილი ბიჭი ჰყავთ - გიო, ხოლო მეორე გოგონა ნინა, მესამე შვილი კი გოგონა ეყოლებათ.

რუსკა ქარქაშაძე
რუსკა ქარქაშაძე ბევრისთვის საყვარელი მსახიობი და ტელესახეა. ის ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ პატარა ასაკში, სერიალიდან „ხელოვნური სუნთქვა" გაიცნო, სადაც მელანოს როლს ასრულებდა.
2024 წელს იგი დედა გახდა. მას და მის მეუღლეს ლაშა მოწონელიძეს პირველი ვაჟი ზუკა ჰყავთ, ახლა კი წყვილი მეორე შვილს ელოდებიან - ცნობილია ბავშვის სქესი ისინი გოგოს მოლოდინში არიან.
„ჩემს მშობლებთან ყოველთვის ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა, არასდროს კედელი არ გვქონია და დღემდე ვენდობით ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ 13 წლის ვიყავი და ღამეებს ვათენებდი გადაღებაზე - ამ სფეროში, რადგან სხვანაირად არ ხდება, მხარს მიჭერდნენ ბოლომდე. დედაჩემი იხსენებს, რომ სავარცხლით ხელში დავდიოდი და ვითომ სცენაზე ვიდექი. ამიხდა ყველა ოცნება. ზუკასთანაც იგივე მიდგომას გამოვიყენებ - აუცილებლად ვკითხავ, რა უნდა, როგორ უნდა და რა ეყვარება. ჩემი მშობლების თაობაში არის ბევრი მიდგომა, რაც მომწონს, მაგრამ არის ისეთებიც, რაც არ მომწონს. მაგალითად ის, თითქოს მშობლები თავიანთ ოცნებებს შვილების მეშვეობით იხდენენ. ამას შევცვლიდი.
სულ ვეცნობი თანამედროვე გიდლაინებს ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით. ამბობენ: „თუ არ უნდა ბავშვს გამარჯობის თქმა, არ მისალმოსო“. არ ვეთანხმები ამას. ჩემი შვილი 2 წლის არის და ეს უნდა ასწავლო. მან ხომ ჯერ არ იცის, რა არის კარგი და რა არის ცუდი. მე და ჩემი ქმარი ორივე ჩართული ვართ შვილის აღზრდაში მაქსიმალურად. რაც შეეხება მის აღზრდას, ხომ არის, როდესაც მშობლები ან დამხმარეები ჰყავთ ახალბედა დედებს - მე პირადად ვარ ამ ყველაფრის ორგანიზატორი: ექიმთან წაყვანა, მოგზაურობა და ა.შ. ისეთი დედა ვარ, რომ მაქსიმალურად ვაკონტროლო ყველაფერი“, - ამბობს რუსკა ქარქაშაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

ალექსანდრა პაიჭაძე
მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე საზოგადოებაში აქტუალურობას არ კარგავს. 36 წლის ასაკში იგი 2 შვილის დედაა. მოდელი ბავშვებს მარტო ზრდის.
უფროსი შვილი ბიჭი ჰყავს, ხოლო პატარა გოგო ვიკი - შვილებთან ერთად იგი ბევრს მოგზაურობს და მათთან ერთად დროს სასიამოვნოდ ატარებს.

ანუკი არეშიძე
დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. იგი თბილისის მერის კახა კალაძის მეუღლეა. წყვილს 4 შვილი ჰყავს და ანუკი შესანიშნავი დედაა.
მათი უფროსი ვაჟი, ლევანი მამის, კახა კალაძის მსგავსად, ფეხბურთელია.

ნიცა თავაძე
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური საფეხბურთო კლუბ „ნაპოლი“ - ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე ნიცა თავაძე 2024 წელს დედა გახდა - წყვილს ბიჭი ეყოლათ, რომელსაც დამიანე დაარქვეს.
ნიცა სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამოირჩევა. იგი მომავალი ექიმია და ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარი.

ელენე ეპიტაშვილი
ეროვნული ნაკრების მეკარეს გიორგი მამარდაშვილს და მის მეუღლეს, ელენე ეპიტაშვილს 2024 წელს ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც ენი დაარქვეს.
ელენე ეპიტაშვილი ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც გიორგი მამარდაშვილმა მას ერთი წლის წინ ხელი სთხოვა. ხელის თხოვნის ცერემონია მოკრძალებული და სადა იყო. ელენე სოციალურ ქსელებში იშვიათად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს, თუმცა მათი გამოჩენა ყოველთვის დიდი სიყვარულს იმსახურებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მშვენიერი დროა მავნე ჩვევებთან საბრძოლველად“ - 3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი