მსახიობი მაკა ძაგანია კოტcas-ის სტუმარი იყო, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
ერთ-ერთი თემა, რომელსაც იგი შეეხო ქალაქიდან სოფელში საცხოვრებლად გადასვლა იყო. იგი 6 წელია მეუღლესთან და შვილთან ერთად კახეთში, მარტყოფის აგარაკებზე გადავიდა.
„2020 წლის მარტში გადავედი სოფელში საცხოვრებლად, სადაც მქონდა მხოლოდ სახლი და ეზო სხვა არაფერი, მანდ დაიწყო ყველაფერი და მივხვდი, რომ მიწასთან ურთიერთობას ფასი არ აქვს.
მეც და ჩემი მეუღლეც ახლა ვსწავლობთ ვენახის შესახებ ყველაფერს, წელს ცოტა ცუდი მოსავალი გვქონდა, არც ერთი ვართ მეღვინეების ოჯახიდან. გვაქვს ხიხვი, ქისი და საფერავი ბუდეშურისებური.
გავიზარდე თაბუკაშვილზე და ჟანგბადი ჩემთვის უცხო იყო. ეს აგარაკი მქონდა, სადაც აქამდე 2-3 დღით ჩავდიოდით, თან ახლოა. ერთხელ როცა ჩავედით, 2 კვირით ჩავედით, ჩავედით და დავრჩით.
პირველ წელს უამრავი ჩითილი ვიყიდეთ და სასწაული მოსავალი გვქონდა. მქონდა ჩემი პომიდორი, ბულგარული, მწვანილი, ბადრიჯანი… არ შევწამლე და ბიოპროდუქტი მივიღე. ყველაფერს ჩემი ხელით ვუვლიდი. სხვათა შორის, იმდენი პომიდორი მომივიდა, ჩემი საწებელიც გავაკეთე“, - ამბობს მაკა ძაგანია.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ წონის დასაკლებად სასარგებლო 10 პროდუქტი - რა უნდა შეიტანოთ ყოველდღიურ რაციონში?
🎥 „ცხვირს კიდევ ერთხელ გაგიტეხავ...“ - მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის პრესკონფერენცია