იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის ქორწილზე წერს.
„ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოში იქორწინა. მისი რჩეული 21 წლის სამედიცინოს სტუდენტი ნიცა თავაძეა. წყვილმა ჯვარი დაიწერა... ახლა კვარაცხელიამ მისი ყველაზე დიდი ოცნება აიხდინა, დაქორწინდა თავის სიყვარულზე, რომელსაც გოლებს უძღვნის, სიმბოლოთი N“.
„ქართული ქორწილის ცერემონია სამთავროს მონასტერში გაიმართა. ნეაპოლიტანელმა ჩემპიონმა ტრადიციული სამოსი, ჩოხა ჩაიცვა, ჯვრისწერის შემდეგ კი ხანჯლების თაღი გაიარეს“ - წერს იტალიური მედია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ვინ დაიჭირა ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის ქორწილში თაიგული? - ვიდეო
წყარო: www.corriere.it