Digest Logo

„ახლა ჩემი დროა“ - დააჯარიმეს მოქალაქე, რომელმაც შორენა ბეგაშვილს სოცქსელში შეურაცხყოფა მიაყენა

1787832250
 შორენა ბეგაშვილი

ტელეწამყვანმა და მოდელმა შორენა ბეგაშვილმა ინტერნეტსივრცეში მისი მისამართით გაჟღერებული შეურაცხყოფის გამო სასამართლოს მიმართა.

„პრაიმ ტაიმის“ ინფორმაციით, სენაკის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განიხილა. სასამართლომ მოქალაქე დ.ჩ. სამართალდამრღვევად ცნო სოციალურ ქსელში შორენა ბეგაშვილისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო და მას 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. 

აღნიშნულ გადაწყვეტილებას თავად შორენა ბეგაშვილიც გამოეხმაურა:

„რამდენი წელი მაბულინგეთ, ახლა ჩემი დროა“, - წერს ბეგაშვილი.

შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილის ქორწილს კომოს ტბის ნაპირზე, ცოცხალი მუსიკა, საქორწინო დეკორაციები და გრანდიოზული ტორტი კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდიდა.

ცნობისთვის, შორენა ბეგაშვილს 4-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, რჩეულმა 14 თებერვალს ხელი სთხოვა. მისი რჩეული, მამუკა ურუშაძე 67 წლის არის. გავრცელებული ინფორმაციით, ურუ­შა­ძე რამ­დე­ნი­მე ბიზ­ნეს­შია ჩარ­თუ­ლი, მათ შო­რი­საა ბი­ნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და იგი ასე­ვე, ერთ-ერთი ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ონ­ლა­ინ ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რის წი­ლის მფლო­ბე­ლია.

ცნობისთვის, შორენა ბეგაშვილი 44 წლისაა. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 23 წელია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„თქვენი ქარიზმა გარშემომყოფებს მაგნიტივით მიიზიდავს“ - 27 აგვისტოს ტაროლოგიური პროგნოზი

⭕ „ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

⭕ „დილითვე ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც თქვენს სიმშვიდეს არღვევს“ - ფენშუის სპეციალისტი 27 აგვისტოს ენერგიებზე