Digest Logo

🎥 „ახლა უკეთესად ვსუნთქავ, ოფიციალურად გავეყარეთ ერთმანეთს...“ - როგორ შეიცვალა რუსკა მაყაშვილის ცხოვრება განქორწინების შემდეგ

1774506365
რუსკა მაყაშვილი

მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი გასულ წელს, მეუღლეს, სპორტსმენ სანდრო ნიჟარაძეს დაშორდა.

მათ ორი შვილი, ილია და კატო ჰყავთ, რომლებიც რუსკას სოციალურ ქსელებში ხშირად ჩნდებიან და დიდი პოპულარობით სარგებლობენ. 

რუსკა გადაცემაში „მძიმე წერტილი“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, ერთ-ერთი საკითხი მეუღლესთან დაშორებას შეეხო:

„ძალიან რთულია დედისთვის და მამისთვის, თუნდაც მხოლოდ საკუთარ თავზე ეგოისტურად რომ ვილაპარაკოთ  და არ ვილაპარაკოთ შვილებზე, თუ როგორ ღელავენ და განიცდიან მშობლების გაშორებას, ჩემთვის ასმაგად რთულია. 

ბავშვები რაღაც პერიოდი ჩემთან არიან, რაღაც პერიოდი სანდროსთან, მათ რასაკვირველია დედაც უნდათ და მამაც. მეც და სანდროც ვცდილობთ, რომ ბავშვებს ეს პროცესი მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ“, - ჰყვება მსახიობი. 

მისი თქმით, როდესაც მარტო რჩება ძირითად მომავალზე ფიქრობს. 

„როდესაც მომავალზე ვფიქრობ, ვცდილობ ისე დავალაგო, რომ ჩემ შვილებს კარგად ჰქონდეთ ყველაფერი, რადგან ჯანსაღი, მშვიდი და ბედნიერი დედა - ბედნიერ შვილებს ნიშნავს. 

სანდროზე მეტ საუბარს არ ვაპირებ, ერთს გეტყვი რომ ოფიციალურად გავეყარეთ ერთმანეთს და დავასრულეთ ყველაფერი. 

ჩემი ცხოვრება განშორების შემდეგ შეიცვალა, ახლა უკეთესად ვსუნთქავ“, - ამბობს რუსკა მაყაშვილი.

ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როლიკო ოქროპირიძე პატრიარქისადმი მიძღვნილ ლექსს კითხულობს - „უფალო, შეგთხოვ, დალოცე უნეტარესი ილია”

⭕„აიღეთ თქვენი საყვარელი ჭიქა და ჩაიფიქრეთ თქვენი ყველაზე მასშტაბური მიზანი“ - იუპიტერის რიტუალი, რომელიც ხუთშაბათს უნდა გააკეთოთ

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 მარტს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით