Digest Logo

ალექსანდრა პაიჭაძე: ბავშვობიდან მესმოდა, რომ ყველა მოდელი სულელია, სულ მინდოდა ეს სტერეოტიპი დამემსხვრია

1791546440
ალექსანდრაალექსანდრა

ცნობილი ინტერნეტპროექტის, „ლელას voice“-ის ავტორმა, მსახიობმა თეონა ლეჟავამ „იუთუბიზე“ საკუთარი პოდკასტი წამოიწყო. მისივე თქმით, პროექტი „ლელას voice“ უკვე თითქმის რვა წელია არსებობს, თუმცა ვიდეოების გახმოვანების პროცესი და საკუთარი ოფისი/სამუშაო სივრცე საზოგადოებას პირველად სწორედ ამ ეპიზოდში აჩვენა.

ახალი პოდკასტის პირველი სტუმარი მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე გახდა. გადაცემაში მათ ერთობლივი პროექტების პერიოდი გაიხსენეს, ისაუბრეს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებზე, სტერეოტიპებთან ბრძოლასა და „მაღალ ვიბრაციებზე“.

ინტერვიუში ალექსანდრა პაიჭაძემ აღნიშნა, რომ ყოველთვის ცდილობდა დაემსხვრია მითი მოდელების შესახებ:

„ბავშვობიდან მესმოდა, რომ ყველა მოდელი სულელია. სულ მინდოდა ეს სტერეოტიპი დამემსხვრია, ამიტომ სულ მქონდა შეჯიბრი საკუთარ თავთან, რომ შრომისმოყვარეობითა და განათლებით წარმატებისთვის მიმეღწია. შენი ენერგია უნდა მიმართო რაღაც ძალიან კარგი რაღაცებისკენ, სადაც შემოდის ფული და შემოდის კარგი უკუკავშირი ადამიანებისგან. ყოველ დილას ვამუშავებ მაღალ ვიბრაციებს, იმით რომ გავიხსენო - ძალიან კარგად ვარ, ყველაფერი კარგად არის, ყველანი ჯანმრთელები ვართ, ყველანი ბედნიერები ვართ და დღეს თუ რაღაც გვაკლია, არაუშავს, მადლობა იმისთვის, რაც გვაქვს. აი, ეგ რაღაცა მდგომარეობა განარჩუნებინებს ამ ვიბრაციებს“, - განაცხადა ალექსანდრა პაიჭაძემ.

✕