
ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია და ძალიან ბევრი გამომწერიც ჰყავს. მოდელი მუდმივად გვიზიარებს თავის ცხოვრებაში არსებულ სიახლეებსაც და ყოველდღიურ ამბებსაც.
შეგახსენებთ, რომ მოდელი ცოტა ხნის წინ იტალიაში, საყვარელ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა. როგორც ირკვევა, მცირე პაუზის შემდეგ ალექსანდრა პაიჭაძე და ბიზნესმენი დავით კოდუა კვლავ ერთად არიან. შეგახსენებთ, რომ მათ ერთი საერთო შვილი ვიქტორია ჰყავთ.
ამჯერად ალექსანდრამ გამომწერებს მილანში გადაღებული მორიგი ოჯახური კადრები გაუზიარა, სადაც დავით კოდუასთან და შვილთან ერთად არის და როგორც ფოტოებიდან ჩანს ისინი დროს მხიარულად ატარებენ.
ცნობისთვის, პაიჭაძემ რამდენიმე დღის წინ კოდუასთან ერთად გადაღებული კადრები გამოაქვეყნა სადაც წერდა:
„ვერ გაექცევი ჩემს სიყვარულს“, - წერს ალექსანდრა პაიჭაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ფუტკრების თავდასხმის გამო, ინდოეთის სუპერთასის მატჩი ორჯერ შეწყდა
⭕ „ყველაზე დახვეწილი და გემოვნებიანი“ - სალომე ლაშხი ცეცხლოვან ფოტოებს აქვეყნებს