„ღამის შოუს ბენდის“ მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ რამდენიმე თვის წინ „მონოჰოლში“ კონცერტი გამართა, სადაც მას გამჭვირვალე კომბინეზონი ეცვა, რის გამოც საზოგადოებისგან მწვავე კრიტიკა მიიღო.
ეს თემა დღემდე არის განხილვის საგანი საზოგადოების მხრიდან.
„გადახვევა, რომ შეიძლებოდეს ამ დღის რა კარგად მოვიქცეოდი, სხვა რამეს ჩავიცვამდი. 0,01% კი არ დამიშვია, ამ კომბინეზონს შეეძლო ამხელა ამბავი გამოეწვია“, - ამის შესახებ მომღერალი ბაბი კირკიტაძე გადაცემაში „სხვა რაკურსი“ საუბრობს.
როგორც მომღერალი აღნიშნავს, მსგავსი ბულინგის ფორმა მისთვის ძალიან მიუღებელი იყო.
„მე არ ვარ ის კატეგორია, რომელიც ძალით იწვევს საზოგადოებას. დაე, საზოგადოება თუ ბედნიერი, რომ მე მლანძღავენ, და ამით სიკეთე ეძლევათ გამლანძღონ“, - ამბობს ბაბი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕25 იანვარს სავსე მთვარეა - რა ხდის იანვრის პირველ სავსე მთვარეს განსაკუთრებულს?
⭕„ცოლ-შვილიანები დაიკიდეთ! ხომ გჯერათ ჩემი?!“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე