Digest Logo

„ამ დროს ემიგრანტები ჩემთან ერთად მოგზაურობენ საქართველოში და მათთვის სიმღერა ეს არის საოცარი ემოცია“- ნოდიკო ტატიშვილი ამერიკაში კონცერტს გამართავს  

1698400754
ნოდიკო ტატიშვილი

მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი ამერიკაში იმყოფება, სადაც ქართველი ემიგრანტებისთვის 11 ნოემბერს ბრუკლინში კონცერტს გამართავს, ამის შესახებ მან „დაიჯესტს“ განუცხადა. 

როგორც ნოდიკო ჩვენთან საუბარში ამბობს ე.წ მწვანე ბარათი აიღო და ამერიკაში უკვე მეოთხედ იმყოფება.

როგორია მომღერლის გეგმები ამერიკაში და რას ნიშნავს მისთვის ემიგრანტების წინაშე სიმღერა, ამის შესახებ ის ჩვენთან საუბრობს. 

„11 ნოემბერს მექნება ჩემი სოლო კონცერტი ამერიკაში, კერძოდ ბრუკლინში „Irinas Dance Academy“- ში, სადაც ვიმღერებ ჩვენი ემიგრანტებისთვის. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა. უკვე გაყიდულია ნახევარზე მეტი ბილეთი, რაც ძალიან მახარებს. კონცერტზე წარმოდგენილი ვიქნები ჩემი სრული პროგრამით, იმ ქართული სიმღერებით, რომელმაც დროს გაუძლო და დღესაც ძალიან აქტუალურია, ასევე ჩემი გამორჩეული ჰიტები. 

ყველაზე მეტად რაც მახარებს ხოლმე, ეს არის ემიგრანტების ბედნიერი სახე და სიხარულის ცრემლები. ჩემთვის ეს არის დიდი პასუხისმგებლობაა 2 საათის განმავლობაში მათ ვაგრძნობინო თავი სამშობლოში. ამ კონცერტის დროს ისინი ჩემთან ერთად მოგზაურობენ საქართველოში და ემიგრანტებთან სიმღერა არის საოცარი ემოცია“, - ამბობს ნოდიკო ტატიშვილი. 

როგორც ნოდიკო ამბობს, ემიგრანტებს სამშობლოს მონატრება აერთიანებს და მას დიდი მისია აკისრია მათ წინაშე.

ასევე, ნოდიკოსთან ერთად ბრუკლინში გამართულ კონცერტზე იმღერებს ნინი შერმადინი, რომელიც უკვე წლებია აშშ-შია და იქაური მოქალაქეც არის.

„ემიგრანტებს აერთიანებს მონატრება ახლობელი ადამიანების და ყველას ერთად მისი სამშობლოს, თქვენ წარმოიდგინეთ რამხელა მისია აქვს მომღერალს, რომელიც ამბობს რომ ამერიკაში ემიგრანტებისთვის კონცერტს მართავს, არ არის ეს მარტივი საქმე. მგონია რომ 11 ნოემბერი იქნება ყველასთვის დაუვიწყარი საღამო. 

კონცერტზე ასევე ჩემთან ერთად იმღერებს ჩემი ბავშვობის მეგობარი - ნინი შერმადინი. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საღამო მათთვის იქნება დაუვიწყარი, მე ყველაფერს ვიზამ ამისთვის“ ,- ამბობს ნოდიკო ტატიშვილი „დაიჯესტთან.“
 

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ვინ არის თათა გიორგობიანის რჩეული - ფოტოები

🔵🎥 „დედაჩემი არის ის ერთადერთი ადამიანი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება, ამნეზია რომც დამემართოს“ - ვაჩე ღვინიაშვილი

🔵 🎥 „გავხდი ამერიკის მუდმივი მაცხოვრებელი. ეს არის გამოწვევა და ცხოვრების ახალი ეტაპი “ - ნოდიკო ტატიშვილი