მომღერალი ირმა სოხაძე სტუმრად გადაცემაში „ჩვენი ოჯახი” იმყოფებოდა. მან ოჯახურ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოჯახი ისევე როგორც კარიერა კომპრომისებს მოითხოვს. მომღერლის აზრით ან კარიერას უნდა მიხედოს ადამიანმა ან ოჯახს, რადგან ორივეს ერთად შეთავსება წარმოუდგენელია.
„ძალიან ბევრ გასტროლზე მითქვამს უარი, ისე რომ რეზოსთვის არც მიკითხავს. ასეა, ან ოჯახს უნდა მიხედო ან კარიერას. შემეძლო მეტისთვისაც მიმეღწია კარიერაში მაგრამ მე იმითაც კმაყოფილი ვარ რომ აქ ჩემს ქვეყანაში მიცნობენ და აქ ვუყვარვარ. ასევე მყავს საუკეთესო და საყვარელო ოჯახი, რაც ჩემთვის ყველაზე ძვირფასია“, - ამბობს ირმა სოხაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🎥 „ახლა რასაც ნახავთ ალბათ, არ გექნებათ ნანახი ან მხოლოდ ბუნკერებთან! რაც იმ სახლში ვნახეთ, არის ჯოჯოხეთი“ - შოკის მომგვრელი კადრები ვარკეთილიდან