Digest Logo

„არ არსებობს დიეტა, რომელიც ან არ გაზიანებთ, ან უკან არ გიბრუნებთ დაკლებულ კილოგრამებს“ - როგორ დაიკლო წონაში ნანუკა გულუამ?

1791816900
 ნანუკა გულუა

მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა, რომელიც 3 შვილის დედაა დიდი პოპულარობით სარგებლობს. მან ცნობილ ქართულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალებში“ მიიღო მონაწილეობა, სადაც სახასიათო მეგრელი ქალის, დოჩი ალიშბაიას როლი შეასრულა.

მსახიობი „მადის აღმძვრელი პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც წონაში კლების შესახებ ისაუბრა და საზოგადოებას გაუმხილა მისი წონაში კლების საიდუმლო.

„ყველაფერი მაქვს გაკეთებული  - არ ვჭამდი 3 საათის შემდეგ, წყალზე ვიყავი მაწონზე ვიყავი, ძალიან ბევრი დიეტა მაქვს გამოცდილი. 

არ არსებობს დიეტა, რომელიც ან არ გაზიანებთ, ან უკან არ გიბრუნებთ დაკლებულ კილოგრამებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ყოფილა, რომ საკუთარ თავს უთხრა, რომ ახლა შედიხარ ძალიან დიდი მარათონში, შესაძლოა ეს იყოს მთელი შენი ცხოვრების კვების რეჟიმის შეცვლაც კი, ამისთვის უნდა მოემზადოთ და როცა ამ ყველაფერს გაიაზრებ შემდეგ იწყებ სწორად კვებას. 

სწორი კვება არის როდესაც შენ თეფშზე ცოტ-ცოტა ყველაფერია - ბოსტნეულიც, ცილაც, ნახშირწყალი და ყველაფერი. 

მე დღეში 2-ჯერ ვიკვებები და მნიშვნელოვანია, რომ კვებიდან კვებამდე არ „ვიცმაცუნოთ“ რათა არ დავაგროვოთ კალორიები.

ღამე, როცა გგონია, რომ ძალიან გშია ხშირ შემთხვევაში გწყურია და წყალს თუ დალევ კვდება ეს შიმშილის შეგრძნება“, - ამბობს ნანუკა გულუა. 

ვრცლად ნახეთ ვიდეო: 

✕