მომღერალი ნინი ბადურაშვილი „მადის აღმძვრელი“ პოდკასტის სტუმარი იყო, რომელმაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის, თუ რა დააკარგვინა მას ცნობადობამ, რასაც იგი განიცდის.
„ცხოვრებაში ბევრჯერ ყოფილა არასასიამოვნო მომენტები, რამაც მერე ცუდი გავლენა მოახდინა ჩემს პირად ცხოვრებაზე, ამის გამო დამნგრევია ურთიერთობები და ვერ ამიწყვია.
ადრე მქონია მომენტები, როდესაც პაემანზე წავსულვარ ვიღაც დაინახავდა რომ ბიჭი ჩემთან ერთად იჯდა და იმასთან მიდიოდა საშინელი ენების მიტანა და იშლებოდა ურთიერთობები.
არ ვამტყუნებ ჩემს თაყვანისმცემლებს, რადგან რთულია ჩემი პროფესიის ქალის სიყვარული, მყარად უნდა იდგეს ურთიერთობებში.
ვარ ალალი ადამიანი ზედმეტადაც კი, რამაც გარკვეულწილად ბევრ რაღაცაში შემიშალა ხელი. ახლა ვისწავლე ვისთან რა უნდა ვთქვა, ენას კბილი დავაჭირო და მივიღე უდიდესი გამოცდილება, რაც ახლა მადგება.
ცნობადობამ დამაკარგვინა თავისუფლება, რომელსაც შემდეგ ბევრი რამ მოსდევს“, - ამბობს ნინი ბადურაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: