Digest Logo

არაადეკვატური ფიქრები მქონდა, სიხარულს არაფერი მანიჭებდა... მეგონა, ბავშვი არასდროს გაიზრდებოდა... - ანი ბებია

1615808187
მსახიობი ანუკი ბებია

მსახიობებს ილო ბეროშვილსა და ანი ბებიას ახლხან ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ჯერი დაარქვეს. ფეხმძიმობის ემოციურად რთული პერიოდის შესახებ ანი ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა.

„ორსულობა, ჩემს შემთხვევაში მოულოდნელი იყო. წლების განმავლობაში ვერ ვორსულდებოდი და როცა ეს მოხდა, სრული შოკი მქონდა. არ მივსულვარ ექიმთან და არ გამომიკვლევია, რა პრობლემა მქონდა… ჩემი თავი ბავშვისთვის პატარა მეგონა.

30 წლის ვხდები, მაგრამ მგონია, რომ ჯერ კიდევ პატარა ვარ. შოკი იყო, მეშინოდა. როცა ბავშვის გულისცემა პირველად მოვისმინე… რეალობა მაშინ აღვიქვი.

მეგობარმა მითხრა, შენ დეპრესია გაქვსო. მანამდე ამას ვერ ვხვდებოდი. მისი ნათქვამის შემდეგ დავფიქრდი და მივხვდი, რომ ეს აშკარა იყო. არაადეკვატური ფიქრები მქონდა, მეშინოდა ყველაფრის, მათ შორის, ბავშვის. სიხარულს არაფერი მანიჭებდა, პირიქით. ზუსტად ვერც აღვწერ იმ მდგომარეობას. ახლა რომ უკან ვიხედები, კიდევ უკეთ ვაცნობიერებ, მაშინ რა მდგომარეობაში ვიყავი.

მეგონა, ბავშვი არასდროს გაიზრდებოდა, მთელი ცხოვრება გაგრძელდებოდა ტირილი, გამოცვლა, ჩემი ფიზიკური ტკივილები, სახლიდან გაუსვლელობა და ასე შემდეგ…“ - ყვება ანი ბებია.

ანი ბებია აღნიშნავს, რომ რთული პერიოდის გადატანაში მეუღლე ძალიან დაეხმარა…