Digest Logo

„არამხოლოდ კვარაცხელია, ქართველების ოქროს ხანა იტალიაში“ - როგორ ეხმაურება იტალიური პრესა გიორგი სუხიტაშვილის სოლო კონცერტს ფლორენციაში

1683112019
გიორგი სუხიტაშვილი

ქართველი მომღერლის გიორგი სუხიტაშვილის იტალიური ტური 14 მაისს ფლორენციიდან იწყება.

რუკა ქარქაშაძე საქმროსთან ერთად აუზში ნებივრობს - წყვილის ცეცხლოვანი ფოტოები

სუხიტაშვილის აღნიშნულ ტურნეს იტალიური პრესა ეხმაურება და წერს, რომ იტალიაში კვარაცხელიას შემდეგ ქართველებს ოქროს ხანა უდგას.

„სანამ ხვიჩა კვარაცხელია მთელი იტალიის ქართველების გულებს ანთებს ნაპოლისთან სკუდეტოს მოპოვებით, ქართულ საზოგადოებას შეეძლება დატკბეს ამ ახალგაზრდა მომღერლის ნიჭით, რომელიც იტალიაში ტურნეს ფარგლებში კონცერტებს გამართავს.

კითხვაზე, თუ რატომ აირჩია იტალია, მომღერალი პასუხობს, რომ ამ ტურნეს დიდი ხანია გეგმავდა.

მან ასევე გამოაქვეყნა სტატისტიკა პირად გვერდზე, სადაც ჩანს, რომ მას ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავს იტალიიდან, საქართველოს ფარგლებს გარეთ, ამიტომ ლოგიკურია, რომ მან ეს ქვეყანა აირჩია.

ჟურნალისტი ნინა მამუკაძე-სორდინის განმარტებით რეპერტუარი - ძირითადად ქართული იქნება, რადგან იტალიაში მცხოვრებ ქართველებს უფრო მეტად ქართული სიმღერები აინტერესებთ.

გიორგი სუხიტაშვილი მღეროდა 2 წლიდან; დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი.

ფართო საზოგადოებამ იგი 2008 წელს გაიცნო მუსიკალური პროექტი "ჯეოსტარი", რომელშიც ის გამარჯვებული გახდა. 2010 წლიდან არის თბილისის ბიგ ბენდის სოლისტი; მან მონაწილეობა მიიღო და მოიგო რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალი“,- წერს იტალიური პრესა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ვირჯინიის სკოლის დირექტორი ნაგვის გადაყრას ცდილობდა, რა დროსაც სანაგვე ურნიდან დათვი გადმოხტა

🎥 „ვფიქრობ არის საუკეთესო მაგალითი...“ - ნუცა ბუზალაძის აქამდე უცნობი ვიდეო

🔵„შოფინგით და ძვირად ღირებული სასტუმროებით მანებივრებს“ - ვინ არის კაცი, რომელიც კესარია აბრამიძესთან ერთად დუბაიში ისვენებს