ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე, ბოლო წლებია აშშ-ში ცხოვრობს, საერთაშორისო მუსიკალურ სივრცეში აქტიურ საქმიანობას აგრძელებს და კარიერაში მნიშვნელოვან ეტაპს გადადის.
არტისტმა ფართო საზოგადოების ყურადღება როგორც ქართულ, ისე უცხოურ სცენაზე მიიპყრო, იგი კვლავ ყურადღების ცენტრშია თავისი ახალი ბიზნესსაქმიანობით თუ სოცქსელში საჯარო გამოჩენებით.
მან ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ რეპ-მუსიკა ბავშვობიდან უყვარს და რამდენიმე ცნობილი რეპერის სიმღერას ასრულებს:
„ყველა მიცნობს, როგორც მომღერალს. მაგრამ არავინ იცის, რომ პატარა ასაკიდან მიყვარს რეპ-მუსიკა“, - ამბობს ნუცა ბუზალაძე.
მომღერლის ვიდეომ გამომწერების კომპლიმენტებიც დაიმსახურა:
„შეუჩერებელი და უნიჭიერესი“,
„ყველაფერი გამოგდის ნუცა“
„საოცარი ქალი და მომღერალი“, - წერენ კომენტარებში.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ გარდაიცვალა ქართველი ენათმეცნიერი და ფილოლოგი რუსუდან ზექალაშვილი - „ძნელია ამაზე წარსულში წერა!“