ალექსეი არესტოვიჩი და ვიტალი კიმი, ის უკრაინელი პოლიტიკოსები არიან, რომლებმაც სულ რამდენიმე დღეში მოახერხეს მილიონობით გოგოს გულის დაპყრობა.
უნდა აღინიშნოს ქართველებისთვის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. არესტოვიჩი საქართველოში, დედოფლისწყაროშია დაბადებული.
ახალი „ქრაში” კი გახდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერი - არტემ დეხტიარენკო. მას მედიაში უკრაინელ სექსსიმბოლოდ მოიხსენიებენ.
ახალგაზრდა ჟურნალისტი თავის თავზე ცოტას საუბრობს და პირად ამბებს სოციალურ ქსელში მეგობრებს, თითქმის არ უზიარებს.
არტემ დეხტიარენკო 1990 წლის 2 ნოემბერს დაიბადა, ქალაქ ჩერნივციში.
უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა. დეხტიარენკო რამდენიმე გამომცემლობაში კორესპონდენტად მუშაობდა.
2016 მუშაობა დაიწყო მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურში. ასევე პრემიერ-მინისტრის აპარატში, მაშინ როდესაც პრემიერი ვოლოდიმირ გროისმანი იყო.
ბევრ გოგონას აინტერესებს – დაქორწინებულია თუ არა დეხტიარენკო.
ჟურნალისტი გულდასმით მალავს მისი პირადი ცხოვრების ამბებს ცნობისმოყვარე თვალისგან.
მის სოციალურ ქსელში ვერ ნახავთ მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. იქ მხოლოდ საქმიან ფოტოებს აღმოაჩენთ.
თუმცაღა, არათითზე ის ბეჭედს ატარებს და აქედან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მისი გული დაკავებულია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„გაურთულდა კოვიდი... ილოცეთ ნათიასთვის" - ჯონდი ბაღათურიას მეუღლე კოვიდს ებრძვის
წყარო: fortuna.ge