Digest Logo

„აცოცხლებს კანს და წვრილ ნაოჭსაც ებრძვის“ - ერთი რჩევა მანიკა ასათიანისგან: როგორ უვლის ტელეწამყვანის სახის კანს

1791715260
მანიკა ასათიანი

ტელეწამყვანი და მოდელი მანიკა ასათიანი სოციალურ ქსელში აქტიურობითა და გამომწერებთან უშუალო კომუნიკაციით გამოირჩევა. ამჯერად მან თავის გულშემატკივრებს თავის მოვლის მორიგი საიდუმლო გაუნდო და სახის კანის მოვლის პოპულარული პროცედურის შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა.

მანიკამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ მან კანის დატენიანების პროცედურა - „ბუსტერი“ ჩაიტარა

„როგორც ხედავთ, ნანემსარი ძალიან უმნიშვნელოდ მეტყობა. არანაირ მოვლას არ საჭიროებს და საბოლოო ეფექტი აქვს ორ კვირაში.

პროცესის სახელია ბუსტერი. არის მხოლოდ სახის დატენიანება და არ აშუპებს, უბრალოდ აცოცხლებს კანს და წვრილ ნაოჭსაც ებრძვის,' - წერს მანიკა.

✕