Digest Logo

„აუცილებლად ვახვედრებ განსაკუთრებულ საჩუქარს...“ - ნინო ჩხეიძის საახალწლო ტრადიცია, რომელსაც არ არღვევს

1766146964
ნინო ჩხეიძე

ქართული შოუბიზნესის თვალსაჩინო წარმომადგენელი ნინო ჩხეიძე, რომლის რეპერტუარი ქალაქურ ფოლკლორს, ეთნო და პოპმუსიკის ელემენტებს შეიცავს, სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. 

მან სახლში ნაძვის ხე უკვე დადგა. საახალწლო ტრადიციის შესახებ კი, რომელსაც არ არღვევს იგი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს. 

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია საახალწლო სუფრის ლამაზად გაფორმება. შეიძლება, არ იდოს მაგიდაზე მრავალფეროვანი საკვები, მაგრამ ულამაზესად უნდა იყოს გაწყობილი ლამაზი თეფშებით, ჭიქებითა და აქსესუარებით.

ასე რომ, ახალ წელს მნიშვნელობას საკვების სიმრავლეს კი არა, გაფორმებას უფრო ვანიჭებ. ყოველთვის ვცდილობ, განსხვავებულად ლამაზად მოვრთო, როგორც სივრცე, ისე სადღესასწაულო მაგიდა. ეს არა მარტო ახალ წელს ეხება. ძალიან მიყვარს აღდგომა, ფერისცვალება და ზოგადად, ყველა დღესასწაულზე მიყვარს ლამაზად გაფორმება. ძირითადად, სახლში არ ვარ და ამიტომ დედა მიგზავნის ხოლმე უგემრიელეს საცივს და სხვა საჭმელებს, თუმცა თუ სტუმრებს ველოდები, ვცდილობ, მათ გემრიელობები დავახვედრო. გოზინაყს ყოველთვის თავად ვაკეთებ და უგემრიელესი გამომდის და ყოველ წელს აპრობირებული და გატესტილი მეკვლე მყავს – მამაჩემი.

რაც თავი მახსოვს, მამაჩემია ჩვენი მეკვლე, მერე, რომ გავთხოვდი და ცალკე გადავედი საცხოვრებლად, იქაც მამა მოდიოდა მეკვლედ. აუცილებლად ვახვედრებ განსაკუთრებულ საჩუქარს – თეფშს, სადაც არის ხილი, ტკბილეული და საჩუქარი. ასე რომ, მამის ფეხი კარგად მაქვს დატესტილი და მას, როგორც მეკვლეს, ყოველთვის განსაკუთრებულად ვხვდები. მოკლედ, ახალ წელს მხოლოდ მამის ფეხს ვენდობი (იცინის),“ - ამბობს ნინი ჩხეიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დღეს შენ ხარ ის, ვინც სხვებს გზას უნათებს, ამიტომ გამოიყენე ეს ენერგია პირადი სურვილების ასასრულებლად“ - რას გვიმზადებს 19 დეკემბერი?

📸 ეკო ფანგანი შავ კაბაში პოზირებს - „შეუდარებელი ხარ“

⭕„მედიცინა ყოველთვის ტაბლეტებში არ არის...“ - რას წერს არუნ ხათრი

წყარო: tbiliselebi.ge