
მოდელი და ტელეწამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი, რამდენიმე წელია უკვე ამერიკაში მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. იგი სოციალურ ქსელებში პოპულარობას არ კარგავს და საზოგადოებას ხშირად ანებივრებს საკუთარი ფოტოებით.
ნუკი, მიუხედავად იმისა, რომ ორ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ქართულ მეგაშოუებსა და პროექტებში მაინც აქტიურად მონაწილეობს. გარდა ამისა, ნუკის აქვს საკუთარი თავის მოვლისა და კოსმეტიკის ბრენდიც.
ამჯერად ნუკი სოციალურ ქსელში ახალ კადრებს აქვეყნებს და ბავშვობის ოცნებაზე წერს.
„ბავშვობაში მინდოდა მოდელობა.. ვოცნებობდი!! ცოტა ვიფართხალე კიდეც კარიერის დასაწყისში მაგრამ ნუ აი ვერაფრით მოვერგე სტანდარტებს, დიდი ძუძუები, განიერი თეძო, სიმაღლე აი რაც არ უნდა გავიწელო მაინც 173-174 სმ. ამიტომ ჩემს ბავშვობაში ეს ოცნებათ დარჩა.
გუშინ ნიუ იორკში ველაპარაკებოდი აგენტს და მიყვებოდა როგორ შეიცვალა ეს სფერო, რამდენად აღარ აქვს მნიშვნელობა არც სიმაღლეს არც წონას არც ასაკს. აი მთავარია სურვილი.
ადამიანი პროფესიას ცხოვრებაში 6 ჯერ იცვლისო… მაგრამ რა ვქნა რომ ეს წაყვანა აღმოჩდა რომ მაინც ყველაფერს მირჩევნია… მსახიობობასაც, მოდელობასაც , ყველაფერს. თუმცა არასდროს თქვა არასდროს“, - წერს ნუკი კოშკელიშვილი.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 სართიჭალაში სეტყვაა - ნახეთ ვიდეო
⭕რა უნდა იცოდეთ თუ ექსკურსიაზე წასვლას გეგმავთ?
⭕უსაფრთხო გარუჯვა არ არსებობს? - ის რაც ზაფხულის დადგომასთან ერთად უნდა იცოდეს ყველამ