
მომღერალი მარიამ ელიაშვილი იუბილარია, იგი 28 წლის გახდა. მან სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელზედაც წერს:
„ყველაზე განსხვავებული და ბედნიერი დაბადების დღე. ბედნიერი 28 ჩვენ საბასთან ერთად, - წერს მარიამ ელიაშვილი ფოტოებზე.
ცნობისთვის, მარიმ ელიაშვილს და ბიზნესმენ გიორგი მჭედლიშვილს ცოტა ხნის წინ ვაჟი შეეძინა. ინფორმაცია და ფოტო ამის შესახებ მათ სოციალურ ქსელში გაავრცელეს. წყვილმა ახალშობილს საბა დაარქვა.
მომღერლის ცხოვრება 2024 წელს საგრძნობლად შეიცვალა. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ მარიამი დაქორწინდა და საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა.
მას გასულ წელს მდიდრული ქორწილიც ჰქონდა.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ აგვისტოს კარიერული პროგნოზი – რა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს