Digest Logo

„ბევრი რამ ვცადე და საბოლოოდ მივაგენი“ - ლელა წურწუმიას სილამაზის საიდუმლო

1776665249
ლელა წურწუმია

მომღერალი ლელა წურწუმია ქართული შოუბიზნესის გამორჩეული სახეა, რომელმაც მოახერხა არა მხოლოდ აქტუალობის შენარჩუნება, არამედ იმგვარი ესთეტიკის ჩამოყალიბება, რომელიც დროსთან ერთად სულ უფრო დახვეწილი ხდება.

მისი სილამაზის ფორმულა არ ეფუძნება მხოლოდ გენეტიკას; ეს არის დისციპლინის, პროფესიონალური მიდგომისა და საკუთარი თავის მუდმივი კონტროლის შედეგი. ეს შედეგი კი ყოველთვის ზომიერი და ბუნებრივია.

როგორ უვლის მომღერალი კანს და რა ჩვევა აქვს, რომლის გარეშეც მისი დღე არ იწყება, ნახეთ ლელა წურწუმიას სილამაზის ელექსირი.

„ბევრი რამ ვცადე და საბოლოოდ მივაგენი ძალიან კარგ ფრანგულ ბრენდს, რომელსაც მე ვიყენებ დილით და საღამოს, კონკრეტულად. ვიყენებ C ვიტამინს, მკვებავ კრემს და ნიღაბს. მხოლოდ ამის შემდეგ ვიკეთებ მაკიაჟს“, - ამბობს ლელა წურწუმია. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დღევანდელ მოქმედებებს შეიძლება გრძელვადიანი შედეგები ჰქონდეს“ - 20 აპრილის ასტროპროგნოზი

⭕რა ხდებოდა გვიან ღამით ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსთან, სადაც ნიკოლოზ მაქარაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 20 აპრილს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

წყარო: marao.ge