Digest Logo

🎥 „ბევრს აინტერესებდა, მე რომ 16 წლის ბავშვი წყლის ჭავლზე ვხტუნაობ, ამ დროს სად მყავს ოჯახი...“ - გოგონა წითელი შარვლით კრიტიკოსებს პასუხობს

1678654214
გოგონა წითელი შარვლით

7-8 მარტს, ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის მოსმენის პარალელურად ქვეყნის მთავარ გამზირზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა და საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესები გააკრიტიკა. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ საპროტესტო აქცია დაერბია. თუმცა შემდეგ განვითარებულმა პროცესებმა აჩვენა, რომ ეს გადაწყვეტილება ისევ ხელისუფლებისთვის აღმოჩნდა საზიანო...

ხოლო დარბევისას შიშველი ხელებით მებრძოლი ადამიანების ქცევა კი ისტორიას შემორჩა. 7-8 მარტის ღამის ერთ-ერთი დაუვიწყარი კადრია წყლის ჭავლთან სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შით მო­ცეკ­ვა­ვე გო­გო­ნა.

მოგვიანებით მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომლითაც კრიტიკოსებს უპასუხა:

„ბევ­რს აინ­ტე­რე­სებ­და, მე რომ 16 წლის ბავ­შვი წყლის ჭავლზე ვხტუ­ნა­ობ, სად მყავს ოჯა­ხი, რას აკე­თებ­და ამ დროს ჩემი ოჯა­ხი. რა უნდა 16 წლის ბავ­შვს იქო. ჩემი ოჯა­ხი ჩემ­თან ერ­თად იდგა იქ: ჩემი 2 ძმა და ჩემი და. ჩემი კი­დევ ორი ძმა ვერ იდგა იმის გამო, რომ ერთი უცხო­ეთ­შია და მე­ო­რე ჩემს დის­შვი­ლებ­თან იჯდა. ჰოდა, რავი, ვინც მაგ კო­მენ­ტა­რებს წერთ, ან თქვენ სად იყა­ვით, ან თქვე­ნი ოჯა­ხი სად იყო მაგ მო­მენ­ტში“,  - ამბობს გოგონა „წითელი შარვლით“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵რუსი დამარცხებულია - მერაბ დვალიშვილის ბრწყინვალე გამარჯვება პიოტრ იანის წინააღმდეგ

🔵„მერაბ დვალიშვილს გაუმარჯოს! კაცს, რომელიც გააფრთხილეს რომ პოლიტიკურ სიმბოლოებს ვერ გამოიყენებდა და საქართველოს დროშა გულზე დაიხატა!“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

🔵„კვარადონამ 7 ატლანტი+მეკარე აბურთავა აქეთ-იქეთ და ისე შეაგდო სასწაული გოლი! ლეგენდა კაცია მერაბ „Machine“ დვალიშვილი! მოხვდა ჩვენი ქართველი ოქრო კაცისგან ძალიან ბევრი რუსს, ძალიან ბევრი რამისთვის!“ - ბუკა პეტრიაშვილი