Digest Logo

🎥 „ჩემ შვილთან დიალოგები არასდროს დამავიწყდება, სულ ვეუბნები, თუ რამე შემეშლება მითხარი, შემისწორე“ - ნანკა კალატოზიშვილი შვილთან ურთიერთობაზე

1696504598
ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი, გადაცემა „შენი დილას“ რუბრიკის სტუმარი იყო. მან საზოგადოებისთვის საინტერესო, სხვადასხვა სტილის კითხვებს უპასუხა და დედობის განსაკუთრებულ მომენტებზე ისაუბრა.

„ჩემი სუპერძალაა ის, რომ ნეგატივს ყურადღებას არ ვაქცევ, ვბლოკავ და ვშლი როგორც ნაგავს, ნერვს არ ვიშლი.

ჩემ შვილთან დიალოგები არასდროს დამავიწყდება. სულ ვეუბნები, მეც ხომ პირველად ვარ დედა, გამოცდილება არ მაქვს, თუ რამე შემეშლება მითხარი, შემისწორე, შეიძლება რაღაც შეცდომა დავუშვი და არ ვიცი. შენც პირველ ნაბიჯებს დგამ და უნდა აგიხსნა, რაც არ ნიშნავს, რომ ყოველთვის მართალი ვარ.

ძალიან მნიშვნელოვანია, როცა შეცდომებზე არგუმენტირებულად მიმითითებს, რადგან ამ დროს პიროვნულად ვიზრდები.

მას შემდეგ რაც დედა გავხდი, ყველაფერი გამძაფრებულია, რაზედაც არ მიფიქრია, იმაზეც ვფიქრობ, დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, საერთოდ არ მადარდებს ვინ რას მაბრალებს. ჩემი შვილის მომავლისთვის ვდგავარ ქუჩაში, არ მინდა ამ თაობამაც ის გამოიაროს, რაც მე“,- ამბობს ნანკა კალატოზიშვილი

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მიხეილ კალანდია პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავს

კრისტი ყიფშიძე იუბილარია - როგორ აღნიშნა დაბადების დღე ყოფილმა მოდელმა