ტელეწამყვანი ეკო ფანგანი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა - მისი გამორჩეული სტილი, წარმატებული კარიერა თუ პირადი ცხოვრება მუდმივად განხილვის საგანია. იგი საკუთარ ყოველდღიურობასა და საინტერესო კადრებს გამომწერებსაც ხშირად უზიარებს.
22 მაისს ეკო იუბილარი იყო - იგი 43 წლის გახდა და იუბილე მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა, რომელსაც უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა.
ეკო ფანგანმა გულშემატკივრებს დაბადების დღიდან ახალი კადრები გაუზიარა და საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მილოცვისთვის.
„კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას! საუკეთესოები ხართ 💥
ჩემი ოქროს დღე, პირველი ნაწილი“, - წერს ეკო ფანგანი.









