
გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური „უოტფორდის“ შემტევი ნახევარმცველია. 1999 წლის 29 აგვისტოს თბილისში დაიბადა, მერაბ ჩაკვეტაძისა და მთვარისა რუხაძის ოჯახში. გიორგის მამა აფხაზეთიდან, კერძოდ, ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუდან იძულებით დევნილია.
თავად გიორგი კამერებთან მორიდებულია და პირად ცხოვრებაზეც იშვიათად საუბრობს. Geo Team-თან ბლიცინტერვიუში თქვა, რომ ახლა შეყვარებული არ ჰყავს, თუმცა გიორგის დედა იხსენებს, რომ გოგონებისგან ყოველთვის გრძნობდა ყურადღებას:
„სერიოზული ურთიერთობა არც აქამდე ჰქონია. ამ მხრივ აქტიურობით დიდად არ გამოირჩევა. გოგონები უფრო აქტიურობდნენ, აქ რომ იყო, ეზოში მოდიოდნენ და ყვიროდნენ: „ჩაკვე, ჩამოდი! ჩაკვე, ჩამოდი!“ მთავარია, უბოროტო და მართალი ადამიანი იყოს“, - ამბობდა ფეხბურთელის დედა.
მცირე ხნის წინ მას გოგოლა კალანდაძის ქალიშვილთან, ელენე ზურაბიშვილთან აკავშირებდნენ. ერთად გამოქვეყნებულმა ვიდეომ მაშინ ინტერნეტი „ააფეთქა“, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ გიორგი ელენესთან მხოლოდ მეგობრობს.
ახლახან კი გიორგისა და მოდელის, ნუცა კვირკვიას ერთობლივი ფოტო გავრცელდა სოციალურ ქსელში.
„ჩემი საუკეთესო მეგობარი ჩაკი“, - წერს გოგონა გიორგისთან ერთად გადაღებულ ფოტოზე.
სოციალურ ქსელში ასევე გიორგის და ნუცას სახალისო ვიდეო ვრცელდება 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სილამაზე და დახვეწილობა“ - ნუცა ქავთარაძე ვარდისფერ კაბაში ბრწყინავს