მუსიკალურმა ბენდმა „რეზო და ბავშვები“ ლაშა ბასლანძის ხსოვნას სიმღერა მიუძღვნა. ემოციურ კადრებს გარდაცვლილი ბიზნესმენის მეუღლე, სალომე ბაკურაძე გვიზიარებს.
„ჩემო ლაშიკო…მადლობა ამ სიყვარულისთვის, აი ამ გულისთვის და მეგობრობისთვის“, - წერს სალომე ბაკურაძე.
შეგახსენებთ, რომ რესტორან „ქვევრის“ მფლობელი ლაშა ბასლანძე 40 წლის ასაკში გარდაიცვალა, იგი 4 ნოემბერს დაკრძალეს. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ახლობლები გულის შეტევაზე საუბრობენ. ლაშა ბასლანძის მეუღლე მომღერალი სალომე ბაკურაძეა. წყვილს ერთი შვილი სანი ჰყავთ, ხოლო უფროსი შვილი, ელენე მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე - მაღალია ავარიების ალბათობა - 13 იანვრის მეტაფიზიკური პროგნოზი