Digest Logo

„ჩემო სიცოცხლე“: მსახიობი ნანკა გვარი დაინიშნა, ვინ არის მსახიობის ახალი რჩეული

1778225857
 მსახიობ ნანკა გვარს რჩეულმა ხელი სთხოვა -

მსახიობისა და მომღერლის, ნანკა გვარიშვილის ცხოვრებაში სიახლეა - მას რჩეულმა ხელი სთხოვა. მსახიობმა გამომწერებს სასიხარულო ამბავი „ინსტაგრამის“ საშუალებით ამცნო და დათოვლილი მთების ფონზე ხელის თხოვნის რომანტიკული კადრები გამოაქვეყნა.

„ჩემო სიცოცხლე“, - წერს ნანკა ვიდეოს აღწერაში. 

ვინ არის ნანკას რჩეული?

როგორც ცნობილი გახდა, ნანკა გვარიშვილის რჩეული ოფროუდერი ირაკლი კიღურაძეა. წყვილი ბოლო პერიოდში ხშირად ჩნდებოდა ერთად, თუმცა ნიშნობის შესახებ ინფორმაცია მათმა გულშემატკივრებმა მხოლოდ ახლა შეიტყვეს.

ნახეთ, ფოტოები 👇


შეგახსენებთ, რომ ნანკა გვარიშვილი მანამდე მსახიობ ბუბა ჭოღოშვილთან იმყოფებოდა ქორწინებაში. მათი დაშორება საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რის შემდეგაც ორივემ ახალი ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა. ბუბა ჭოღოშვილი ამჟამად მსახიობ თინათინ წულაძესთან იმყოფება რომანტიკულ ურთიერთობაში.

ხელის თხოვნის ვიდეო ნახეთ აქ 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„აიღეთ ვარდისფერი ლენტი და ჩაიფიქრეთ სურვილი, რომელიც გათავისუფლებას და სიყვარულს უკავშირდება...“ - ვენერას რიტუალი, რომელიც 8 მაისს უნდა ჩაატაროთ

⭕ „გაქვთ შესაძლებლობა ძველისგან გათავისუფლებით“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი