რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს შვილს კიევის ცენტრში მდებარე ბინა და დიდი ოდენობით თანხა გადაუფორმა.
გავრცელებულ ინფორმაციაზე გიული ალასანიამ ასეთი კომენტარი გააკეთა: „ოჰ, რას ბრძანებთ, საიდან მოიგონეთ? საიდან მოიგონეთ ეს ინფორმაცია? მე არ მაქვს“.
რაც შეეხება მომღერალ სოფო ნიჟარაძეს, რომელსაც ექსპრეზიდენტისგან შვილი - ელის მარია ჰყავს, მედიასთან განაცხადა, რომ მისთვის არავის, არაფერი უჩუქებია.
ასევე დაგაინტერესებთ: