ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედას, გიული ალასანიას და მის მსჯავრდებულ შვილს მიხეილ სააკაშვილს მიმართავს, რომელიც ყველას დასჯით და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით ემუქრება.
👉 „ჩემთვის არავის არაფერი უჩუქებია“ - სოფო ნიჟარაძე სააკაშვილის მეოთხე შვილისთვის ნაჩუქარ ბინაზე
ვადაჭკორია გიული ალასანიას ტუტუცს და ქალის პროვოკაციას უწოდებს:
„იცით რაშია საქმე ძვირფასო მაყურებლებო? ეს ორი პერსონაჟი მთელს ერს, ასე ვთქვათ, ხიჭვად და ყველაზე დამღლელ რუტინად გვექცა...
ერთხელ და სამუდამოდ – საქართველოს აღარ აინტერესებს მისი მაოხრებლის კუჭის მოქმედების გრაფიკი, არც მისი განდიდების მანიით განპირობებული შფოთვითი აშლილობები ადარდებს, ერს არ გვაინტერესებს სავსე მთვარეობისას რა ეზმანა სიზმრად თქვენს ვაჟს, ან თქვენ რა გიმკითხავათ მჩხიბავმა ყავის გულზე მიშას ეგზისტენციალურ კრიზისზე… დავიღალეთ…
ეგ ინფორმაცია ერს კი არა მის დაარსებულ პარტიას აღარ აინტერესებს და იქნებ გაგვეშვათ? მაგრამ აქ კიდევ სხვა რაღაცებიც იკვეთება იცით? ამ ქალისმაგვარის განცხადებების ტონი… ამ ტუტუცი ქალის განცხადებების შინაარსი…
ახლა კარგად მომისმინეთ თქვე ქურქებში ბადით გარშემორტყმული ლორივით გაკვეხებულო თვითაღიარებულო გაუგებრობავ... თქვენ თავი მიშას სამზარეულოში ხომ არ გგონიათ? ეს ქვეყანა თქვენ მიშას უბორნია ხომ არ გგონიათ გეკითხებით??? თქვენ ვის უბედავთ ამდენს თქვე უზნეო ქმნილებავ და ქალის პროვოკაციავ???
ჯერ დავიწყოთ იმით, რომ თქვენს შვილს თქვენს და ჩაბანძებული ნაცმოძის გარდა არავინ აწამებს და ზედ ოფოფინება ყველა, რაც პირადად მე ძალიან არ მომწონს…
მერე და ვინ მოგცათ თქვენ ამდენის ტარტარის და ამდენის ენის ტლინიკის უფლება იმ ქვეყანაში, სადაც ყოველ მეორე თუ არა, მესამე ოჯახში თქვენი სისხლის სამართლის დამნაშავე სიმულანტი შვილის ნაწამები ხალხი ცხოვრობს….
თქვენ საქართველო სააკას ფანჩატური ხომ არ გგონიათ??? ქართველების ღირსებას რომ ლახავთ ყოველი თქვენი მყრალი განცხადებით…ცოტა ფარები ჩააქრეთ ქურქდამოკიდებულო ტირანის აღმზრდელო… ვის უბედავთ თქვენ???? თქვენ ვინ უნდა დასაჯოთ???”- აცხადებს ლიზა ვადაჭკორია.
ასევე დაგაინტერესებთ: