Digest Logo

🎥 „ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ თავხედები ბავშვები“ - როგორ იხსენებენ პირველ კლასს და სკოლის პერიოდს ბესო ჩუბინიძე და ბორის ბედია?

1757949039
ბესო ჩუბინიძე და ბორის ბედია

დღეს, 15 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლასა და ბაღებში ოფიციალურად დაიწყო ახალი 2025 სასწავლო წელი. მასწავლებლები და მოსწავლეები ისევ ერთიანდებიან პიროვნული, ეროვნული და სახელმწიფოებრივი მიზნების მისაღწევად, რაც ქვეყნის განვითარების არსებით იმპულსს წარმოადგენს.

გადაცემაში „დღის პოსტი“ სტუმრად იმყოფებოდნენ ბორის ბედია და ბესო ჩუბინიძე, როლებმაც სკოლის პერიოდი გაიხსენეს. 

როგორც ბესო ჩუბინიძემ გადაცემაში განაცხადა 3 სკოლა მოიარა, საბოლოოდ კი რუსთავის სკოლა დაამთავრა. 

ხოლო ბორის ბედიამ „ნახალოვკის“ სკოლაში დაიწყო სწავლა და ის სკოლა დაამთავრა,

„მე და სოფო ბედია ერთ სკოლაში ვსწავლობდით, სულ ცეკვა-სიმღერით დავამთავრე სკოლა, არ მიყვარდა ტექნიკური საგნები,“ - ამბობს ბორის ბედია. 

„ახლა შემოდის ნელ-ნელა ჩაცმის კულტურა, როცა ყველა ბავშვს ერთნაირად აცვია, ეს ყოველთვის მომწონდა და სიხარულით მივესალმები. ბავშვობაში განვლილ წლებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

ბევრი რამ შეიცვალა ახლა, ადრე მასწავლებლის მიმართ უფრო დიდი პატივისცემა და რიდი გვქონდა. ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ თავხედები ბავშვები,“ - ამბობს ბესო ჩუბინიძე.

ვრცლად ნახეთ ვიდეო აქ

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დახვეწილი და გემოვნებიანი დედასავით“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილთან ერთად პოზირებს

🎥 კლასელების შეხვედრა 50 წლის შემდეგ - დაბრუნება სკოლაში, იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო

🎥 „შენზე ფიქრებს ბედავს გული თავხედი“ - როლანდ ოქროპირიძის ბრწყინვალე შესრულება