
ცაგერის ერთ-ერთ სკოლაში 50 წლის შემდეგ კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს ყოფილი მოსწავლეები. დაბრუნება იმ ადგილას, სკოლაში, სადაც ყველაფერი დაიწყო, მათთვის განსაკუთრებული ემოციური გამოცდილება აღმოჩნდა.
„სკოლის და ბავშვობის მეგობრობაა სულ სხვაა, სკოლის პერიოდი ეს არის დაუვიწყარი ხანა“,- ამბობს ერთ-ერთი მოსწავლე.
მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს დამრიგებელზე:
„იზო მასწავლებელი ჩვენზე 13 წლით დიდი იყო, მეგობრებივით ვიყავით. საოცრად კეთილი და მხიარული იყო, თუმცა ცოტა მკაცრიც იყო“.
კლასელები ამბობენ, რომ 50 წლის შემდეგაც ისეთი ემოციებით ხვდებიან ერთმანეთს, თითქოს სკოლაში პირველი დღე იყოს. ეს შეხვედრა მათთვის არა მხოლოდ მოგონებებია, არამედ ბედნიერების და მეგობრობის გაგრძელება ბავშვობისგან დღემდე.
მოსწავლეების ნახვით გახარებულმა იზო მასწავლებელმა ემოციები ვერ დამალა.
„ვარ უზომოდ ბედნიერი და გახარებული, ამათი სიყვარულით და პატივისცემით. საოცარი მეგობრობა ჰქონდათ და მიხარია, რომ დღესაც 50 წლის შემდეგ აგრძელებენ“, - ამბობს იზო მასწავლებელი.
ვრცლად, ნახეთ „შუა დღის“ სიუჟეტი აქ
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „შენზე ფიქრებს ბედავს გული თავხედი“ - როლანდ ოქროპირიძის ბრწყინვალე შესრულება