Digest Logo

🎥 „ჩვენს ოჯახში არსებობს ასეთი ოქროს წესი: ერთი ყველასათვის და ყველა ერთისთვის“ - ინგა ბენდელიანის გულახდილი ინტერვიუ ოჯახზე

1781776219
 ინგა ბენდელიანი

UFC-ის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას საკულტო ბრძოლის წინ, ჟურნალისტმა ნათია გვაზავამ სპორტსმენის დედასთან, ინგა თოფურია-ბენდელიანთან მოკლე, თუმცა ძალიან გულახდილი ინტერვიუ ჩაწერა. 

სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. ერთ-ერთი თემა, რომელზეც მან ისაუბრა ოჯახი და შვილები იყო,  როგორც ინგა ბენდელიანი ამბობს, მათ ოჯახში ყველამ ერთად გააკეთა ყველაფერი.

„შენი შვილი შედის, როგორც გლადიატორი ოქტაგონზე და არ იცი იქ, რა მოხდება. 

ოჯახი ნიშნავს იმას, რომ არც ერთმა არ დაივიწყოს მეორეს არსებობა. არაფერი არ გაუკეთებია ერთს ცალკე, ჩვენ ყველამ ერთად გავაკეთეთ ყველაფერი და ყველამ ერთმანეთს გავუმართლეთ იმედები. 

იმისთვის თუ რა გინდა და რა მიზანი გაქვს ყველაფერი უნდა გააკეთო, თუ შენი შვილი ხედავს, რომ ძლიერი ხარ და მათთან ერთად მიდიხარ შენ ამ ოცნებებისკენ, ისინი გაცილებით ძლიერები ხდებიან.

ჩვენს ოჯახში არსებობს ასეთი ოქროს წესი: ერთი ყველასათვის და ყველა ერთისთვის“, - ამბობს ინგა ბენდელიანი. 

ცნობისთვის, 15 ივნისს თეთრ სახლში გამართულ UFC Freedom 250-ის საიუბილეო საღამოზე ილია თოფურიას მარცხმა ჯასტინ გეიჯისთან მთელი საქართველო შეძრა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ორი რაუნდის შემდეგ ქართველი „მატადორი“ ბრძოლას დამაჯერებლად იგებდა, ფინალი დრამატული აღმოჩნდა.

თვალის დაზიანების გამო ილია თოფურიას ბრძოლის გაგრძელების უფლება არ მისცეს და გამარჯვებული ჯასტინ გეიჯი გახდა. აღნიშნული შედეგის მიხედვით ილიამ, მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი დათმო. ეს იყო პირველი წაგება ქართველი მებრძოლის კარიერაში.

აქვე შეგახსენებთ, რომ მიუხედავად დაშორებისა, ილიას პირველ ცოლს, პილარ კასანოოვას, რომელთანაც შვილი - ჰუგო ჰყავს, თოფურიების ოჯახთან დღემდე ახლო კავშირი აქვს. ამ ფაქტს ადასტურებს ისიც, რომ იგი ილიას ბოლო ბრძოლის წინ, ჩემპიონის ოჯახის გვერდით იმყოფებოდა.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ილიას დედა, ინგა ბენდელიანი-თოფურია, შვილის ბრძოლის წინა დღეს ოჯახური შეკრებიდან „სთორებს“ აქყვეყნებდა. ერთ-ერთ ფოტოზე, რომელიც „Ambebi.ge“-მ მოიძია, ილიას დედასთან თბილად ჩახუტებული სწორედ პილარ კასანოვა ჩანს. ეს ფოტო მოგვიანებით თავად პილარმაც გააზიარა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე, ილიას დედა მონიშნა და ქართული სიტყვა ლათინური შრიფტით დააწერა: deda.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Natia Talks (@natiatalks)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„პატარა სულამანიძე დაიბადა…“ – ექიმ კოტე სულამანიძესა და მის მეუღლეს, ირენ პილს შვილი შეეძინათ

⭕„ენერგია აქტიურდება და ნაკადი იხსნება“ - როგორ უნდა გაიაქტიუროთ 18 ივნისის ენერგიები

🎥 ვარკეთილში მომხდარ ავარიას 21 წლის ბაიკერი გოგო ემსხვერპლა - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში