ცნობილი იტალიელი დირიჟორი კარლო პონტი უმცროსი, რომელიც ლეგენდარული იტალიელი კინოვარსკვლავის სოფი ლორენის ვაჟი გახლავთ, გასულ წელს ქართველ მარიამ შარმანაშვილზე ოფიციალურად დაქორწინდა.
მარიამი სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.
ამჯერად, იგი სოფი ლორენს იუბილეს ულოცავს და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს.
„დაბადების დღეს ვულოცავ მარადიული სილამაზის, სიძლიერისა და ნიჭიერების სიმბოლოს, ჩვენს უძვირფასეს ქალბატონ სოფიას, ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობასა და დღეგრძელობას!
P.S. უამრავი თბილი წერილი და მილოცვა შემოდის მის სახელზე, აუცილებლად პირადად გადავცემ მას ქართველი ხალხის უსაზღვრო სიყვარულსა და თქვენს თითოეულ კეთილ სურვილს“, - წერს მარიამ შარმანაშვილი.