მომღერალი სალომე ბაკურაძე სოციალურ ქსელში შვილთან, სანტი ბასლანძესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს.
დედა-შვილი ზაფხულის ცხელ დღეებს ზღვისპირა კურორტზე ატარებს.
კადრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა:
„ბედნიერი დღეები“,
„უკარგესები“,
„იხარეთ და ახარეთ ერთმანეთი“,
„დაილოცოს თქვენი დედაშვილობა“, - წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, სალომე ბაკურაძის და რესტორან „ქვევრის“ გარდაცვლილი მფლობელის, ლაშა ბასლანძის საერთო შვილი, სანტი 10 წლის არის.
შეგახსენებთ, რომ რესტორან „ქვევრის“ მფლობელი, 40 წლის ლაშა ბასლანძე 2025 წლის ნოემბერში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ოფიციალურად არ სახელდება, თუმცა ახლობლები გულის შეტევაზე საუბრობენ.





⭕ ასევე დაგაინტერესებთ: