36 წლის ამერიკელმა მსახიობმა საკუთარი პირადი ცხოვრება და მუსიკალურ ინდუსტრიასთან ურთიერთობის გამოცდილება იუმორით შეაფასა.
Telluride-ის კინოფესტივალზე გამართულ ღონისძიებაზე, სადაც მისი ახალი ფილმის Splitsville პრემიერა შედგა, დაკოტა ჯონსონმა მუსიკოსებთან პაემნებზე სიფრთხილის აუცილებლობაზე ისაუბრა.

როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა, ჰქონდა თუ არა მას რაიმე რჩევა მუსიკოსებთან ურთიერთობის მსურველთათვის, ჯონსონმა იხუმრა:
„არ ქნათ ეს. ისინი ეშმაკი ნაძირალები არიან - tricky motherf**ers. უბრალოდ გაიქეცით“.
ეს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა მისი დაშორების შესახებ 28 წლის მუსიკოს Role Model-თან, რომელთანაც მსახიობს ხანმოკლე რომანი ჰქონდა.
ჯონსონს წარსულშიც ჰქონია ურთიერთობა მუსიკალურ სამყაროს წარმომადგენელთან - ის 7 წლის განმავლობაში ჯგუფ Coldplay-ს სოლისტი კრის მარტინს ხვდებოდა, რომელსაც 2024 წელს დაშორდა.
