მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე რამდენიმე თვის წინ მეორე გოგონას მშობლები გახდნენ, რომელსაც ლილი დაარქვეს. ჯანეტი, მშობიარობის შემდეგ არაჩვეულებრივად გამოიყურება.
ამჯერად მოდელი შვილებთან ერთად დუბაიში იმყოფება, უთბილეს კადრებს კი სოციალურ ქსელში გამომწერებს უზიარებს.
„სულ დალოცვილები იყავით უფლისგან სიხარულებო“,
„იხარეთ, იმრავლეთ“,
„როგორ მიხარია თქვენი მშვენიერების ნახვა“, - წერენ კომენტარებში.
ნოე სულაბერიძე უკვე არაერთი წელია, ტელევიზიაში მუშაობს. მისი კარიერა 2005 წელს დაიწყო და დღემდე აქტიურად არის სატელევიზიო სივრცეში.
ნოე სულაბერიძის პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. მას პირველ ქორწინებაში ერთი შვილი, ალექსანდრე ჰყავს. პროდიუსერმა მეორედ ჟურნალისტ ეკა სამხარაძეზე იქორწინა, რომელთანაც ქალიშვილი, ლიზა შეეძინა. მესამედ ნოე მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილზე დაქორწინდა. მათ ორი შვილი ანნა და ლილი ჰყავთ.
რაც შეეხება ჯანეტ ქერდიყოშვილის, ის ფართო საზოგადოებამ 2011 წელს გაიცნო, როცა „მის საქართველო 2011“-ის ტიტული მოიპოვა. ცხოვრების ამ ეტაპზე ჯანეტი შვილების აღზრდითაა დაკავებული და პარალელურად ინფლუენსერობასაც ითავსებს - ის ხშირად გვთავაზობს სხვადასხვა პროდუქტისა თუ სერვისის რეკლამას საკუთარი სოციალური ქსელებიდან და უფროს ქალიშვილთან, ანნასთან ერთად გადაღებებშიც მონაწილეობს.
View this post on Instagram