ცნობილმა ამერიკელმა მენეჯერმა, დარენ პრინსმა სოციალურ ქსელში ემოციური მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც საჯაროდ დაადასტურა, რომ ქართველ მომღერალ ნუცა ბუზალაძესთან სასიყვარულო ურთიერთობა დაასრულა.
როგორც პრინსის პოსტიდან ირკვევა, წყვილმა გზების გაყოფა ურთიერთშეთანხმებით, ცხოვრებისეული გარემოებებისა და განსხვავებული პირადი მიმართულებების გამო გადაწყვიტა:
„რა საოცარი გზა გამოვიარეთ ერთად. ჩვენ მუდამ ვამბობდით, რომ ღმერთმა რაღაც მიზეზის გამო შეგვყარა და პირად დონეზეც კი, ეს იყო რაღაც ისეთი, რასაც არცერთი ჩვენგანი არ მოველოდით, და ეს მოგონებები მთელი ცხოვრება გამყვება. შენი კარიერა ყოველთვის ჩვენი პრიორიტეტი იყო, მაგრამ ცხოვრებაში დრო ყველაფერს წყვეტს. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენმა პირადმა გზებმა სხვადასხვა მიმართულებით წაგვიყვანა. შენ ყოველთვის შთაგონების წყარო იქნები ჩემთვის და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობა არ გამოვიდა, იცოდე, რომ შენს ერთ-ერთ მთავარ გულშემატკივრად დავრჩები. მიყვარხარ სამუდამოდ“, – წერს დარენ პრინცი.
ცნობისთვის, ნუცა ბუზალაძე და დარენ პრინსცი 2025 წლის ივნისში დაინიშნენ, თუმცა, როგორც ახალი პოსტიდან ჩანს, მათი გზები ცოტა ხნის წინ გაიყო.
რაც შეეხება ნუცა ბუზალაძეს, ამ თემაზე მას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ქობულეთში ზღვაში 50 წლამდე კაცი დაიხრჩო