საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი მეუღლე მაკა ჩიჩუა შვილებთან ერთად დუშეთში ცხოვრობენ. წყვილი სამეურნეო საქმიანობით არის დაკავებული და, როგორც თავად არაერთ ინტერვიუში აღნიშნავენ, ცხოვრება ქალაქისგან მოშორებით უფრო მშვიდი და სასიამოვნოა.
მაკა ჩიჩუა და გიორგი მარგველაშვილი 2014 წლის 10 სექტემბერს დაქორწინდნენ. მათ ორი ვაჟი, თემო და თომა ჰყავთ.
ყვითელ პრესაში რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ წლების წინ შექმნილი ოჯახი დაინგრა. ამის შესახებ ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა პირველ კომენტარს აკეთებს გადაცემა „სარკასტიკა“ .
„არ არის რადიკალური ცვლილებები, ამ ეტაპზე ამ ინფორმაციას არ დაგიდასტურებთ“, - ამბობს მაკა ჩიჩუა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ნისლი, ქარბუქი და გზებზე ლიპყინული - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს!