18 ივნისს, მსახიობმა ნანუკა გულუამ და კახა კაშიამ ჯვარი ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში დაიწერეს.
ჯვრისწერის ცერემონიის შემდეგ სტუმრებმა რესტორანში გადაინაცვლეს. ქორწილს უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის იყო ალექსანდრა პაიჭაძე და დავით კოდუა.
წყვილმა ქორწილში იცეკვეს, ვიდეოები კი სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ალექსანდრას ბიზნესმენისგან შვილი გასულ წელს შეეძინა, შვილს მოდელმა ვიქტორია დაარქვა.
ალექსანდრა საყვარელი ადამიანის ვინაობას დიდხანს საიდუმლოდ ინახავდა, თუმცა, საბოლოოდ, მან გულშემატკივრებს მისი და კოდუას ურთიერთობის შესახებ გაუმხილა, რის გამოც ის კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.
„მე და ჩემი სიკეთის თავმჯდომარე. სიკარგის და სულგრძელობის მაგალითი! დათუჩა. “ - წერს ალექსანდრა.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ: