Digest Logo

„დღესაც ისე ვიცვამ, როგორც ახალგაზრდობაში, სტილს არ ვცვლი, მდიდრულ კაბებს არასოდეს ვიცვამ“ - რას ჰყვება კირა ანდრონიკაშვილი

1700119191
კირა ანდრონიკაშვილი

„სარაჯიშვილმა“ ცნობილი კინომსახიობი და რეჟისორი კირა ანდრონიკაშვილი რეკლამაში გადაიღო. მისმა ფოტოებმა სოციალური ქსელი დაიპყრო.

კირამ სილამაზეზე, თავის მოვლაზე და ჩაცმულობის ინდივიდუალურ სტილზე, ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა და ახალგაზრდებს რჩევებიც გაუზიარა.

როგორც მსახიობი აღნიშნავს, ქალისთვის მნიშვნელოვანია თავს მოუაროს, ნებისმიერ ასაკში.

„ვთვლი, რომ ყველა ქალმა უნდა მოუაროს და მიხედოს თავს. სულაც არ არის საამაყო, როცა ადამიანი ამბობს, არაფერს ვაკეთებ, კრემს არ ვისვამ, პირი დავიბანე და ისე გამოვედი სახლიდანო. გარდა იმისა, რომ თავს უნდა მოვუაროთ, შინაგან მდგომარეობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. არსებობს შინაგანი ტაქტიც, როგორ უნდა გამოხვიდე გარეთ, როგორ უნდა შეხვდე სტუმარს.

შინაგანი მოწესრიგებულობა გარეგნულადაც ეტყობა ადამიანს. არ შეიძლება, სტუმარი გაჩეჩილი თმით მიიღო. ზოგი ამბობს, თავის მოვლისთვის დრო არ მრჩებაო. ჩემი შვილიშვილი, ვასიკო, 3 წლის იყო, რომ მითხრა, ჩქარა, გალამაზდი, მოწესრიგდი და დალაგება დაიწყეო. ანუ თუ ვარ ხალათით და მოუწესრიგებელი, საქმესაც ვერ გავაკეთებ“ - ამბობს მსახიობი.

მისი თქმით, ქალს განსხვავებულობა და ინდივიდუალურობა ამშვენებს და ახალგაზრდებს მოუწოდებს საკუთარი სტილი იპოვონ.

„ყურადღებას სამოსით არ უნდა იქცევდე. ყველას თავისი სტილი აქვს. ზოგი ისე გამომწვევად იცვამს, რომ თავის გარეგნობას აფუჭებს. მე, თუ გინდათ, სამოსში დავიკარგო და საერთოდ აღარ გამოვჩნდე, ძალიან მდიდრული კაბა უნდა ჩამაცვათ. მოდის აყოლასაც ვერ ვიტან. იქნებ ის, რაც მოდაშია, არ მიხდება, რატომ უნდა ჩავიცვათ ყველამ ერთნაირად?! არ მომწონს, დღეს გოგონების უმრავლესობა ერთმანეთს რომ ჰგავს, ერთნაირად მეტყველებენ… ყველა ადამიანს თავისი ინდივიდუალობა უნდა ჰქონდეს, ზოგჯერ მეტყვიან, შენ რაც უნდა ჩაიცვა, ყველაფერი გიხდებაო. უნდა შეარჩიო, რას იცვამ. მე დღესაც ისე ვიცვამ, როგორც ახალგაზრდობაში, სტილს არ ვცვლი. მდიდრულ კაბებს არასოდეს ვიცვამ“, - ამბობს კირა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„სტილი, თმა, მაკიაჟი“ - კირა ანდრონიკაშვილი ახალ რეკლამაში არაჩვეულებრივად გამოიყურება

🔵„15.11.2023… დათი დავითაშვილი!“ - ზურიკო დავითაშვილი მამა გახდა

წყარო: sarkenews.ge