Digest Logo

🎥 „დიაბეტი არ არის განაჩენი, ეს ცხოვრების ჯანსაღი წესია“ - ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დაავადებამ შეცვალოს ოჯახის ყოველდღიურობა

1758029677
დიაბეტი ვვ

„გადაცემა „შუა დღის“ გადამღებმა გუნდმა ერთ-ერთი ქართული ოჯახის შესახებ მოამზადა სიუჟეტი. როგორც დედა, ლელა ბაქრაძე ჰყვება, მის შვილს დიაბეტი 5 წლის ასაკში დაუდგინეს, ახლა კი მოზარდი 16 წლის არის.

მისი თქმით, აღნიშნული დიაგნოზი ოჯახისთვის მეხის გავარდნასავით იყო.

„გეგმური პროფილაქტიკური ანალიზისთვის მივედით და მაშინ გვითხრეს, რომ ბავშვს მაღალი შაქარი ჰქონდა.

ემოციური ბავშვია და სტრესის შედეგად განუვითარდა ეს დიაბეტი. ბავშვი ცდილობს თანაცხოვრებას ამ დიაგნოზთან ერთად.

დიაბეტი არ არის განაჩენი, დიაბეტი არის ცხოვრების ჯანსაღი წესი“, - ამბობს ლელა ბაქრაძე.

მისი თქმით, იგი აქტიური მშობელი იყო, თუმცა შვილის ჯანმრთელობის გამო ყველაფერი გადადო და აქტიურად არის ჩართული შვილის ცხოვრებაში.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო 👇

დიაბეტი ქრონიკული მდგომარეობაა, რომელიც ზეგავლენას ახდენს სისხლში შაქრის (გლუკოზის) მეტაბოლიზმზე. გლუკოზა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ის წარმოადგენს სხეულის უჯრედების ენერგიის ძირითად წყაროს. ამ დაავადების მართვა მნიშვნელოვანია, რადგან მკურნალობის გარეშე დიაბეტი სხვადასხვა სერიოზულ გართულებას იწვევს.

დიაბეტი ვითარდება, როცა სხეული ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ინსულინს ან ვერ იყენებს ეფექტურად წარმოებულ ინსულინს. ინსულინი არის ჰორმონი, რომელიც გამომუშავდება პანკრეასის მიერ და საშუალებას აძლევს გლუკოზას შევიდეს უჯრედებში და წარმოქმნას ენერგია. ინსულინის ფუნქციის დარღვევის გარეშე, გლუკოზა შეიძლება დაგროვდეს სისხლში, რაც იწვევს სისხლში შაქრის მომატებულ დონეს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „მეტად დაიხარჯები უფლისთვის, მით მეტად შეიგრძნობ მის სიყვარულს...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

🎥 4 პროდუქტი, რომელიც სახლში არ უნდა გვქონდეს! - რას გვირჩევს კვების სპეციალისტი

⭕„3-დღიანი უამინდობა გველოდება...“ - ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძესგან