Digest Logo

„მეტად დაიხარჯები უფლისთვის, მით მეტად შეიგრძნობ მის სიყვარულს...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1758024565
მამა თეოდორ გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

ქადაგებების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, მისი ქადაგებიდან მორიგი ამონარიდი გავრცელდა:

„ადამიანმა არჩევანი გააკეთა - ღმერთო, მე შენ მინდიხარ,
და ამ არჩევანით ცხოვრობს.
ქრისტე არის გზა,
და ჩვენ ამ გზაზე მივდივართ, იმის მიუხედავად, რას განვიცდით;
ამ გზაზე ვდგავარ და მივდივარ…
და ვგავარ უდაბნოში მიმავალ ბედუინს, რომელიც ოაზისისკენ მიისწრაფვის.
ეს მგზავრობა კი შესაძლოა, ყოველთვის სასიამოვნო არც იყოს…
როცა ღმერთს უყვარხარ და ამას გრძნობ, ბედნიერი ხდები, საკმარისია, ეს გჯეროდეს…
რაც მეტად დაიხარჯები უფლისთვის, მით მეტად შეიგრძნობ მის სიყვარულს“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 4 პროდუქტი, რომელიც სახლში არ უნდა გვქონდეს! - რას გვირჩევს კვების სპეციალისტი

⭕„3-დღიანი უამინდობა გველოდება...“ - ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძესგან

🎥 4 შვილის დედის წარმატებული კარიერა, იდეალური ბალანსი ოჯახსა და პროფესიას შორის - მარიამ გაბედავას ოჯახური თავგადასავალი